Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს 8 ოქტომბრის არჩევნების სამი თვით ადრე დანიშვნისკენ მოუწოდა
Civil Georgia, Tbilisi / 14 აპრ.'16 / 12:51

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს უკან დაუბრუნა 5 აპრილს გამოცემული განკარგულებები არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ და ამ სამართლებრივი აქტის იმ დროისთვის გამოცემისკენ მოუწოდა, რომ მისი გამოქვეყნება დაემთხვეს 8 ივლისს, რათა წინასაარჩევნო კამპანიის ათვლა არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაიწყოს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნებისა და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბრისთვის დანიშნა და შესაბამისი განკარგულებები, რომელთა ამოქმედების ვადად 8 აგვისტო მიუთითა, პრემიერ-მინისტრს  მომდევნო დღეს, 6 აპრილს გადაუგზავნა კონტრასიგნაციისთვის, რისთვისაც კვირიკაშვილს 10 დღე ჰქონდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად; თანხმობის შემთხვევაში კი დოკუმენტი ოფიციალურად უნდა გამოქვეყნებულიყო.  

საარჩევნო კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს, რომ საარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება, რაც თავის მხრივ მთელი რიგი შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედებას იწვევს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის და ასევე მედიის მიერ კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფის კუთხით.

ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის განკარგულებების ამოქმედების ვადად 8 აგვისტოს მითითება, რაც პრეზიდენტმა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მოტივით ახსნა, გაურკვევლობას იწვევდა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით და ამ საკითხში ხელისუფლებას მეტი სიცხადის შეტანისკენ მოუწოდეს. 

14 აპრილს მთავრობის სხდომაზე საუბრისას, პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების თარიღად 8 ოქტომბრის (შაბათი დღე) შერჩევა პრეზიდენტთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, თუმცა მისი თქმით, „იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, არ მოხდა ადმინისტრაციის მხრიდან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება“.

მისი თქმით, ამ „ხარვეზის“ აღმოსაფხვრელად კონტრასიგნაციაზე უარის თქმა და განკარგულებების მოტივირებული შენიშვნებით პრეზიდენტისთვის უკან დაბრუნება გადაწყდა, რათა მან ეს სამართლებრივი აქტები ხელახლა იმ დროისთვის გამოსცეს, რომ მათი გამოქვეყნება საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ დაწყებას დაემთხვეს.

„რაც შეეხება [წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების] თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ფართო განსჯა, სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც გამოითქვა და სხვადასხვა პარტიების მხრიდანაც გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება ორი თვის ვადასთან დაკავშირებით, გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იქნას ისეთ დროს, რათა გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს და 3 თვე იყოს აღებული წინასაარჩევნო პერიოდის ვადად. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ,“ – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38