Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარტია ქართული ოცნების დეპუტატებსა და პრეზიდენტს შორის ახალი უთანხმოება უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით
Civil Georgia, Tbilisi / 5 მაი.'16 / 12:34

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს დეპუტატებს, რომლებიც უმსხვილეს ფრაქციას ქმნიან პარლამენტში, ჯერ არ გადაუწყვეტიათ დაუჭირონ თუ არა მხარი უზენაესი სასამართლოს წევრობის სამ კანდიდატს, რომლებიც პრეზიდენტმა წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად. 

პარტია ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტ მარგველაშვილს კონსულტაციებისკენ მოუწოდა მანამ, სანამ მისი წარდგენილი კანდიდატურების საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

„კენჭისყრა ჩატარდება, მაგრამ რეალურად ჯერ-ჯერობით მე არ ვარ ჩამოყალიბებული, რომ მაგალითად, ჩვენი ფრაქცია როგორ მისცემს ამ კანდიდატურებს ხმას“, - განაცხადა მან 4 მაისს და დასძინა, რომ მის ფრაქციას პრეზიდენტთან ამ თემაზე კონსულტაციები სურს იმის მიუხედევად, რომ მას ამ კუთხით სამართლებრივი ვალდებულებები არ გააჩნია.

რამდენიმე თვის წინ წარდგენილ კანდიდატებზე კონსულტაციებისკენ ფრაქცია ქართული ოცნების მოწოდება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო. 
 
“უზენაესი სასამართლოს კანდიდატებით პრეზიდენტი არასოდეს არ ვაჭრობს“, - განუცხადა კახა კოჟორიძემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების სფეროში 4 მაისს ჟურნალისტებს.

„კანდიდატებზე შეთანხმება არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის თუ კულუარული პოლიტიკური შეთანხმებების და კონსულტაციების საგანი“, - დასძინა მან.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად თებერვალში წარადგინა, ხოლო მარტში კიდევ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა დაასახელა. სამივე კანდიდატთან მიმართებაში საკომიტეტო მოსმენები თითქმის ერთი თვის წინ დასრულდა და მას შემდეგ ეს საკითხი პლენარული სხდომების დღის წესრიგშია შეტანილი, თუმცა კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა. ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ ისაუბრეს.

კოჟორიძემ განაცხადა, რომ მისთვის „გაუგებარია“ პარტია ქართული ოცნების დეპუტატების მიერ კონსულტაციების მაშინ მოთხოვნა, როცა  „კანდიდატები პრეზიდენტის მიერ არის უკვე დასახელებული“ და ასევე, „ამ კანდიდატებთან დაკავშირებით საპარლამენტო საკომიტეტო განხილვები უკვე დასრულებულია“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17