Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკები ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად უკვე საქართველოშია
Civil Georgia, Tbilisi / 5 მაი.'16 / 12:51


აშშ–ის არმიის M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ბულგარეთიდან ბორნის საშუალებით ფოთის პორტში  ჩამოიტვირთა, 4 მაისი, 2016 წელი.

აშშ–ის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ბულგარეთიდან ბორანის საშუალებით ოთხშაბათს ფოთის პორტში  ჩამოიტვირთა და სარკინიგზო ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით დაიძრა ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისთვის, რომელიც მომდევნო კვირას დაიწყება.

ვაზიანის სამხედრო ბაზა მეორე ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი“ 11–26 მაისს უმასპინძლებს; წვრთნებში 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

შარშან ევროპაში აშშ–ის არმიამ ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ ღირსეული პარტნიორის პირველი წვრთნებისთვის გამოგზავნა – ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც აშშ–ის არმიამ მექანიზებული ასეულისთვის საჭირო რაოდენობის ტექნიკა შავი ზღვის გადაღმა გადაიტანა. წლევანდელი წვრთნები კი პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკული არმიის სატანკო ასეული საქართველოში დაგეგმილ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.

შარშან ამერიკული სამხედრო ტექნიკა ბორნით ბათუმში ჩავიდა.

სანამ სამხედრო ტექნიკა ბულგარეთის საპორტო ქალაქ ვარნაში ბორანზე დაიტვირთებოდა, ევროპაში აშშ–ის არმიის მეთაური, გენერალ–ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი 28 აპრილს საქართველოს სტუმრობდა.

„ჩვენ ჩამოვედით, რათა ბათუმის პორტი მოვინახულოთ; გავიგოთ რა არის საჭირო ტექნიკის გადმოსატანად, რამდენად სწრაფად შევძლებთ ტექნიკის გადმოტანას“, – განაცხადა მან 28 აპრილს ბათუმის პორტში სტუმრობისას ნატოს წევრი სახელმწიფოების სხვა ოფიცრებთან ერთად.

„ასევე იმიტომ ჩამოვედით, რათა ვაჩვენოთ საქართველოს... რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოსთან, განვაგრძოთ მუშაობა თავსებადობის გაუმჯობესებაზე. ჩვენ გვიახლოვდება წვრთნები – „ღირსეული პარტნიორი“. აშშ–ის არმიის სატანკო ასეული ბულგარეთიდან ბორნის საშუალებით ჩამოვა; ამიტომ, მინდოდა მენახა, როგორ გამოიყურებოდა ეს ობიექტი“, – დასძინა მან. მაშინ არავის უთქვამს, რომ ამერიკული სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტში ჩამოიტვირთებოდა.

გასული წლის მსგავსად, ამერიკული მხრიდან წვრთნებში ასევე მიიღებენ მონაწილეობას 173–ე სადესანტო ბრიგადის მედესანტეები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნაში ასევე ჩაერთვება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“  ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
97