Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტის თქმით, კამპანია ოფიციალურად 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე დაიწყება
Civil Georgia, Tbilisi / 10 მაი.'16 / 20:27

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის კამპანია ოფიციალურად  8 ივნისს დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

ამ განცხადებამდე გიორგი მარგველაშვილმა 10 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მონაწილეობით.

პრეზიდენტის თქმით, ამ კონსულტაციების ფარგლებში შედგა შეთანხება, რომ ის საპარლამენტო და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივ აქტებს იმ დროისთვის გამოსცემს, რომ ისინი პრემიერ-მინისტრის მხრიდან კონტრასიგნაციის შემდეგ ძალაში 8 ივნისს შევიდეს, რაც ასევე ავტომატურად ნიშნავს წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურ დაწყებას. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნებისა და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბრისთვის თავდაპირველად აპრილის დასაწყისში პრემიერთან კონსულტაციების შემდეგ დანიშნა, თუმცა მთავრობის მეთაურმა შესაბამისი განკარგულებების კონტრასიგნაციაზე უარი თქვა მისი ადმინისტრაციის მხრიდან დაშვებული "იურიდიული ხარვეზის" გამო და პრეზიდენტს მათი ხელახალი გამოცემისკენ ივლისისთვის მოუწოდა, რათა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმის ათვლა არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაწყებულიყო. თავდაპირველად პრეზიდენტმა ეს მოწოდება უარყო და განაცხადა, რომ ახალ განკარგულებებს მაისის დასაწყისში გამოსცემდა, რათა საარჩევნო კამპანია ხუთთვიანი ყოფილიყო.

„პრემიერ-მინისტრს სხვა თარიღი ჰქონდა დასახელებული - 8 ივლისი. ჩვენ შევძელით კონსენსუსამდე მისვლა და პრინციპში განვსაზღვრეთ ისეთი საარჩევნო პერიოდი ქართული პოლიტიკური სისტემისათვის - 4-თვიანი საარჩევნო პერიოდი, რომელიც ნამდვილად პასუხობს ამომრჩეველთა მოთხოვნებს და პოლიტიკური ძალებისთვის საკმარის ველს ქმნის წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა პრეზიდენტმა 10 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია შესაძლებლობას მისცემს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, რომ ჩამოყალიბდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცეს ხმა და შესაბამისად, „უფრო ლეგიტიმური და აქტიური იყოს არჩევნები“. 

„რაც უფრო ადრე დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია და რაც უფრო ადრე გადავლენ პოლიტიკური ძალები რეალურ დიალოგში ამომრჩეველთან, ჩვენ სავარაუდოდ უფრო უკეთესი დასწრება გვექნება არჩევნებზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცედურებთან ერთად დღევანდელ კონსულტაციებზე სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, მათ შორის მის მიერ რამდენიმე თვის წინ პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატზე, რომელთათვისაც დეპუტატებს ჯერ კენჭი არ უყრიათ.

„ველით დროულ განხილვას მოსამართლეთა კანდიდატურების, რადგანაც ეს პროცესი გაიწელა“, - განაცხადა პრეზიდენტმა, „ამ პროცესის გაწელვა გარკვეულ სირთულეებს უქმნის უზენაეს სასამართლოს, რადგან იქ არის ნაკლებობა მოსამართლეების და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე ბოლოს და ბოლოს უნდა შედგეს პარლამენტის გადაწყვეტილება და ვერდიქტი“.     

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად თებერვალში წარადგინა, ხოლო მარტში კიდევ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა დაასახელა. სამივე კანდიდატთან მიმართებაში საკომიტეტო მოსმენები თითქმის ერთი თვის წინ დასრულდა; მას შემდეგ ეს საკითხი პლენარული სხდომების დღის წესრიგშია შეტანილი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21