Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმის თქმით, ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აფხაზი მესაზღვრის წინააღმდეგ საქმე აღიძრა
Civil Georgia, Tbilisi / 21 მაი.'16 / 14:31


სოფელ ხურჩაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის კადრია ასახული. ეს ვიდეომასალა ჯერ ინტერნეტით გავრცელდა, მოგვიანებით კი ქართულმა ტელევიზიებმაც გაუშვეს.  

სეპარატისტული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზი ე.წ. მესაზღვრის წინააღმდეგ, რომელიც 19 მაისს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 

გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.

ადგილზე დამონტაჟებულ ვიდეოკამერებზე ჩანს ის მომენტი, როდესაც მოკლეს გალის რაიონის მკვიდრი ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა. ვიდეოკადრები პარასკევს გვიან ინტერნეტით გავრცელდა, ხოლო მოგვიანებით ის რამდენიმე ქართულმა ტელეარხმაც აჩვენა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ოთხოზორია გამშვები პუნქტიდან ბრუნდება და მას ოთხი მამაკაცი მოსდევს, რომელთანაც ოთხოზორიას სიტყვიერი შელაპარაკება აქვს. ოთხოზორია ჩერდება, რადგანაც მისი თანმხლები მამაკაცი და ქალი ცდილობენ ის ინციდენტის ადგილს მოაშორონ; თუმცა, ოთხი მამაკაცი ეწევა მას და მიწაზე აგდებს; კადრებში ჩანს, როგორ იშვერს იარაღს ერთ–ერთი მათგანი, რომელსაც კაპიუშონი ახურავს, ოთხოზორიას თავის მიმართულებით, რომელიც იმ დროს უკვე მიწაზე წევს და ასევე ჩანს გასროლის მომენტიც. ამის შემდეგ, ოთხი მამაკაცი სწრაფად იხევს უკან გამშვები პუნქტისკენ ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს.

სეპარატისტული რეგიონის სამხედრო პროკურატურამ აღნიშნა განცხადებაში, რომელიც „აფსნიპრესმა“ 20 მაისს გაავრცელა, რომ „ინციდენტი მოხდა“ აფხაზეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს და საქართველოს მოქალაქეს შორის, რომელსაც უარი უთხრეს აფხაზეთში შესვლაზე იმ მოტივით, რომ მას საჭირო დოკუმენტები არ გააჩნდა.

„ინციდენტი შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა, რამაც საქართველოს ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც, არსებული ინფორმაციით, ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს“, – განაცხადა აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ.

მან ასევე განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში იგეგმება, აფხაზური მხარე სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არსებული მტკიცებულებები გადასცეს.

„აფხაზეთის საგამოძიებო სამსახურები შეზღუდული არიან მტკიცებულებების შეგროვების საქმეში, ვინაიდან ინციდენტი საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა“, – განაცხადა სამხედრო პროკურატურამ.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ 20 მაისს დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დაადგინეს ის პირი, ვინც მკვლელობა ჩაიდინა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელსაც ადგილზე უიარაღო დამკვირვებლები ყავს, თუმცა სეპარატისტულ რეგიონში ვერ შედიან, განაცხადა: „წინასწარი შეფასებით, რომელიც ადგილობრივი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზეთის მხრიდან თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე და სროლა განახორციელეს... ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება  ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მიმდინარეობს“.

მისიამ ინციდენტის უმოკლეს ვადაში და საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა და ასევე მოუწოდა „ყველა მხარეს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიონ“. 

აშშ-ის საელჩომ თბილისში დაგმო ხურჩაში მომხდარ სასიკვდილო სროლის ინციდენტი.

21 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აშშ–ის საელჩომ  მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, „მყისვე დაიწყონ საფუძვლიანი და დროული გამოძიება, რათა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები წარდგნენ სამართლის წინაშე“.

„ეს ინციდენტი წარმოაჩენს საჭიროებას, სასწრაფოდ განახლდეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მიღებულ იქნას საერთაშორისო უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა საელჩომ.

მართალია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უთქვამს თავის განცხადებაში, რომ სროლაში რუსი მესაზღვრეები მონაწილეობდნენ, მაგრამ განაცხადა, რომ სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე რუსეთს ეკისრება, რადგანაც ის „ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალაა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ თბილისმა „ეს შემთხვევა, ჩვეულებისამებრ, იმისთვის გამოიყენა, რომ „რუსული ოკუპაციის“ თემაზე ახალ პროპაგანდაში ივარჯიშოს“.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 20 მაისს, რომ ხურჩის მკვლელობა ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას. 

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაგმო ეს „ამაზრზენი შემთხვევა“, როგორც მცდელობა, რომ „ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის“ ნდობის აღდგენის კუთხით.

მან უთხრა ჟურნალისტებს 20 მაისს: „ეს ამაზრზენი შემთხვევა, მართლაც უდიდესი ტრაგედიაა. ადამიანი, მითუმეტეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იქნა მოკლული უმოწყალოდ. ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამითი ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის, ჩვენ ვდგამთ რაღაც ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის“.

„მე გამოვთქვამ რწმენას, რომ უპირველეს ყოვლისა, დამნაშავე დაისჯება და დაისჯება ძალიან მკაცრად, ჩვენ ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს ამ საქმეში და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„გამოვთქვამ იმედს, რომ თვითონ აფხაზებიც შეხედავენ ამ შემთხვევას, რომ ეს არის პირდაპირი პროვოკაცია იმ პროცესის საწინააღმდეგოდ მიმართული, რომელიც დღეს მიმდინარეობს - შეიძლება პოლიტიკურად ჩვენ დიდი პროგრესი არ გვაქვს, მაგრამ მინიმუმ ხალხთა შორის ურთიერთობებში ჩვენ გვაქვს რაღაც პროგრესი, გარკვეული დათბობა  და მე მინდა რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ დამნაშავეები ძალიან მკაცრად დაისაჯონ“, – დასძინა მან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა 20 მაისს, რომ ხურჩის ინციდენტი „სერიოზული გამოწვევაა იმ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14