Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარგველაშვილი ბრიუსელში დონალდ ტუსკს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 8 ივნ.'16 / 17:22

ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში „კარგი პროგრესია“, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში 8 ივნისს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

გაიმეორა რა ევროკომისიის პოზიცია, რომ საქართველომ ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილა იმისათვის, რომ შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმი მიიღოს, ტუსკმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ საბოლოო დადებითი გადაწყვეტილება „მალე იქნება მიღებული“.

თუმცა, სულ უფრო გაიზარდა იმის შანსები, რომ გადაწყვეტილების მიღება სულ ცოტა შემოდგომამდე გადაიდოს.

საქართველოს იმედი, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წელს ზაფხულში დასრულდებოდა მას შემდეგ შემცირდა, რაც გერმანიამ და ევროკავშირის ზოგიერთმა სხვა წევრებმა, მათ შორის საფრანგეთმა ბოლო მომენტში წინააღმდეგობა გამოხატეს.

საბოლოო გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის მინისტრებმა უნდა მიიღონ მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა საბჭოდან, რომელიც საქართველოს, ასევე თურქეთის, უკრაინის და კოსოვოს ვიზალიბერალზიაციის საკითხს 10 ივნისს ლუქსემბურგში დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს.

საინფორმაციო ვებგვერდის EUobserver–ს ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩების კომიტეტი (Coreper) დღეს კვლავ ვერ შეთანხმდა საკითხზე მას შემდეგ, რაც საფრანგეთი, გერმანია და იტალია საკითხის წინ წაწევის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ტუსკმა ვიზალიბერალიზაცია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრესისთვის გაკეთებული განცხადების ბოლოს ახსენა.

„ქართველი ხალხის ძლიერი პრო–ევროპული პოზიცია მყარი საფუძველია საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის რეფორმების განხორციელების, ასევე დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გაძლიერების საქმეში“, – განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტი იქნება; ამავე დროს მან შეშფოთება გამოხატა სოფელ კორცხელში მომხდარი ძალადობის გამო, სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და აქტივისტები ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს  წევრებმა და მხარდამჭერებმა სცემეს. ექვს პირს ბრალი დაკავების გარეშე წარედგინა.

„ოპოზიციური პოლიტიკოსების და პარლამენტის წევრების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჩემთვის ნამდვილად შემაშფოთებელია“, – განაცხადა ტუსკმა.

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ დამნაშავეებს ბრალი წარედგინათ. ცალსახაა, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ამგვარი ინციდენტები მომავალში აღიკვეთოს. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, იმისათვის, რომ ძალიან მკაფიო და მკაცრი შეფასება მიეცით ამ მოვლენებს. რაც მე მოვისმინე, ნამდვილად იმედისმომცემია“, – დასძინა მან.

„ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის სიძლიერისა და მოქნილობისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ძალისხმევას მიმართავს პატივისცემით გამსჭვალული, ინკლუზიური და მოწესრიგებული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის. თავისუფალი და პლურალისტური მედია ამის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ტუსკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მე ხაზი გავუსვი ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას კონფლიქტის დარეგულირების, ასევე არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ“, – განაცხადა მან.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24