Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: საქართველომ თავისი წილი შეასრულა, ახლა ჯერი ევროკავშირზეა
Civil Georgia, Tbilisi / 9 ივნ.'16 / 19:16

საქართველომ თავისი წილი სამუშაო შეასრულა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო კრიტერიუმების სრული დაკმაყოფილებით და ახლა ჯერი ევროკავშირზეა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 ივნისს.

მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესი 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე დასრულდება, რაც პრო–დასავლური პოლიტიკური ძალებისთვის „მეტი მხარდაჭერის მოპოვებას“ დაეხმარება. 

თბილისში საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაზე საუბრისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ამჟამად ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოხდეს.

საქართველოს იმედები, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარე ზაფხულში დასრულდებოდა, გერმანიის მიერ ბოლო მომენტში გამოთქმული წინააღმდეგობის გამო შემცირდა.

„ევროპის ლიდერებთან ჩვენი დისკუსიების და საუბრების დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებდი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, რომელიც 31 მაისს ბორდოში საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შეხვდა, ხოლო 6 ივნისს ტელეფონით გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ესაუბრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი 8 ივნისს ბერლინში ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა. ლამერტმა აღიარა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად საჭირო ყველა კრიტერიუმი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის გერმანია–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხი და ის ევროკავშირის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტას მოითხოვს, რაც თავის მხრივ ასევე დამოკიდებულია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სხვა ქვეყნებთან. მან იმედი გამოხატა, რომ გამოინახება გამოსავალი, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საკითხის მოგვარებას დაეხმარება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.  

მართალია უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის ყველაზე ნაკლებად სადავოა თურქეთთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან შედარებით, მაგრამ საქართველოს საკითხი, როგორც ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მიმდინარე კვირას სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, თურქეთისთვის და გარკვეულწილად უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გარშემო არსებული უთანხმოების „მძევალია“.

„ჩვენ გვესმის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ევროპა დგას – მიგრანტების კრიზისი, რეფერენდუმები, [რომელთაგანაც ერთი] ნიდერლანდებში გაიმართა [ევროკავშირი–უკრაინის ასოცირების შეთანხმებაზე], მომავალი რეფერენდუმი გაერთიანებულ სამეფოში [სადაც უნდა გადაწყდეს ევროკავშირში დარჩენის საკითხი]“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს „როგორც ევროპული ოჯახის წევრს“ ესმის ეს საკითხები.

„მაგრამ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვიქნებით, და გვჯერა, რომ წლის ბოლომდე და იმედია არჩევნებამდე [პროცესი დასრულდება] – ვინაიდან ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად პრო–დასავლური პოლიტიკური ძალებისთვის; ვიმედოვნებთ, რომ ის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დასრულდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„საქართველომ თავისი წილი სამუშაო შეასრულა და ახლა ჯერი ევროპის ქვეყნებზეა. ეს ადვილი არ არის და ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ ყველა ამ საკითხს – მიგრაციის კრიზისი, შიდა გამოწვევები [ევროკავშირში] – არაფერი აქვს საერთო საქართველოს ტექნიკურ მზადყოფნასთან; ჩვენ მზად ვართ ინსტიტუციურად, სამართლებრივად“, – დასძინა მან.

საინფორმაციო ვებგვერდი EUobserver იტყობინება 9 ივნისს, რომ ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს საქართველოს დაყოვნების გარეშე მიანიჭონ უვიზო რეჟიმი შენგენის ზონაში.

„გადაწყვეტილების მიღების ნებისმიერი შემდგომი გადადება ჩვენს საიმედოობას დააზიანებს და შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე საქართველოში, ასევე სხვა პარტნიორ ქვეყნებში“, –  იტყობინება  EUobserver ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ჰოლანდიის სახელზე ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის მიერ გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით.

საბოლოო გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის მინისტრებმა უნდა მიიღონ მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა საბჭოდან, რომელიც საქართველოს, ასევე თურქეთის, უკრაინის და კოსოვოს ვიზალიბერალზიაციის საკითხს 10 ივნისს ლუქსემბურგში დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ბრიუსელს სტუმრობს, განუცხადა EUobserver–ს 8 ივნისს, როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ დაბლოკა გერმანიამ უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის: „უამრავი კითხვაა, თუმცა არ არის მკაფიო პასუხები. შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ არ მესმის“.

„ძნელი წარმოსადგენია, როგორ აისახება ეს [რეგიონის] სხვა ქვეყნებზე, როდესაც ისინი საქართველოს მაგალითს უყურებენ. როგორი იქნება მათი დასკვნები ევროპული პროცესების სანდოობის შესახებ?“ – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

9 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო „იმსახურებს სწრაფ“ გადაწყვეტილებას ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის თაობაზე.

9 ივნისს ევროკავშირის სახელზე გავრცელებულ მიმართვაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ, რომელიც 60–ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, უვიზო რეჟიმის სექტემბრამდე მინიჭებისკენ მოუწოდა, რადგანაც შემდგომი გადადება „აუცილებლად გახდება ძლიერი არგუმენტი „ევროსკეპტიკური“ ძალების ხელში, რაც [გაზრდის] მათ შანსებს, რომ ელექტორატის იმედგაცრუებული ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვონ“.

„წელს საქართველოში ევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერამ უმაღლეს დონეს მიაღწია. ეს დიდწილად იმ მაღალ მოლოდინებს უკავშირდება, რომლებიც წარმოიშვა  მთელი საზოგადოების დაახლოებით სამწლიანი მძიმე მუშაობის შედეგებიდან, რათა ევროკომისიის მიერ ევროკავშირი–საქართველოს სავიზო დიალოგის ფარგლებში წამოყენებული ყველა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ“, – ნათქვამია მიმართვაში.

„საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესის წარმატება დიდ გავლენას მოახდენს ევროკავშირის მიმართ ნდობაზე მსოფლიოს ამ ნაწილში და გავლენას იქონიებს უფრო ფართო შავის ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონებში ევროკავშირის მომავალ პოზიციებზე“, - ნათქვამია მიმართვაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადება შეარყევს ევროკავშირის სანდოობას და ასევე გაამყარებს რუსული პროპაგანდის არგუმენტებს, რომლებიც ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ არის მიმართული და „განსაკუთრებით საშიშია საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26