Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის ერთ-ერთ პრეტენდენტია
Civil Georgia, Tbilisi / 29 ივნ.'16 / 16:00

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზეა წარდგენილი ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, რომელსაც 1-5 ივლისს თბილისი პირველად უმასპინძლებს. 

ასამბლეის პრეზიდენტობის კიდევ ორი კანდიდატია ფრანგი დეპუტატი ალენ ნერი და ავსტრიელი დეპუტატი სოციალურ–დემოკრატიული პარტიიდან, კრისტინ მუტონენი. წერეთლის მსგავსად, ორივე მათგანი ახლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტები არიან.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღიად დაუჭირა მხარი ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურას, რომელიც ამ პოსტზე ნაციონალური მოძრაობის პარტნიორმა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარადგინა.

„საქართველოს აქვს უნიკალური შანსი ამ პოზიციაზე აირჩეს ქართველი დეპუტატი,“- განაცხადა 28 ივნისს  პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ, „ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო თვალსაზრისით, ამ უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციაში საქართველოს თემების უკეთ წამოსაწევად, შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გიგი წერეთლის მხარდაჭერისკენ ქართველ დელეგატებსაც მოუწოდა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას, რომელშიც შედიან ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დეპუტატები გია ვოლსკი და თედო ჯაფარიძე, ასევე გიგი წერეთელი და აკაკი მინაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან,  პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს; წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით უსუფაშვილის პოზიცია, რომელიც  რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ 29 ივნისს განაცხადა, რომ მისი პარტია სოციალისტების მიერ წარდგენილი  ავსტრიელი კანდიდატის მხარდაჭერას გეგმავს, რადგან ქართული ოცნება ამ პოლიტიკური ჯგუფის წევრია.  

მან Civil.ge-ს განუცხადა, რომ გიგი წერეთლის მხოლოდ იმის გამო მხარდაჭერა, რომ ის ქართველია,  „არ არის მართებული პოზიცია“, თუმცა იქვე დასძინა, რომ თუ წერეთელი „იტყვის, რომ არის ნეიტრალური ფიგურა, რომ საქართველოს ინტერესები არ ესმის ისე, როგორც ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ დავფიქრდებით ამ საკითხზე“. მან იქვე შესაძლო მხარდაჭერის არაპოპულარობაზეც მიანიშნა.

„გიგი წერეთელი სახალხო პარტიამ იმის გამო კი არ წარადგინა, რომ ის ქართველია, არამედ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა სახალხო პარტიის პოლიტიკური ოჯახის წევრია, წერეთელი კი ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია. ეროვნებას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ასამბლეა პოლიტიკური ჯგუფებისგან შედგება და ქართული ოცნება სოციალისტების ჯგუფს მიეკუთვნება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ქართული ოცნება თუ სოციალისტების ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, „არასერიოზულად გამოვჩნდებით“.

ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწოდებას გიგი წერეთლის მხარდაჭერის თაობაზე  და განაცხადა, რომ ის „არ უნდა ჩარეულიყო“.

„უხერხული მომენტია, როცა ის ფაქტიურად მოუწოდებს დელეგატებს, რომ თავის პრინციპებზე უარი თქვან“, - დასძინა მან.

გიგი წერეთელმა პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციას „ადეკავტური“ და საქართველოს მხარდამჭერი უწოდა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიდგომა კი „აბსოლუტურად არაკომპეტენტურად და მავნებლურად“ შეაფასა.

„უპრეცედენტო მოვლენაა, როცა ევროპის პოლიტიკური გაერთიანება მხარს ქართველ კანდიდატს უჭერს. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ, უადგილოა პოლიტიკურ კუთვნილებაზე საუბარი. მთავარია საქართველომ ხელიდან არ გაუშვას  შანსი, რომ  უკეთ იყოს წარმოდგენილი და  მეტი ბერკეტი ჰქონდეს“, - განაცხადა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე წერეთელმა, რომელიც ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად და აღნიშნა, რომ არ ეგონა, თუ ამ თემაზე მოვლენები პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში განვითარდებოდა

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ელენე ხოშტარიამ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ „ვიწრო პოლიტიკური შეხედულებების გამო არ დაბლოკონ ჩვენი ქვეყნის კანდიდატურა“ და  მხარი დაუჭირონ მას. მისმა კიდევ ერთმა თანაპარტიელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის „უნიკალური შანსია“, რომ მისი წარმომადგენელი გახდეს პრეზიდენტი იმ ორგანიზაციის ასამბლეისა, რომელიც „უსაფრთხოების არქიტექტურის ერთერთი ქვაკუთხედია“.

ასამბლეა ეუთოს საპარლამენტო განზომილებაა, რომელიც უმსხვილეს ყოველწლიურ სესიაზე 57 წევრი სახელმწიფოს 320–ზე მეტი დეპუტატის მონაწილეობით თბილისში შეიკრიბება და პრეზიდენტის არჩევნებს სხდომის ბოლო დღეს, 5 ივლისს გამართავს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19