Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტი საქართველოს, უკრაინის და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმისკენ მოუწოდებს
Civil Georgia, Tbilisi / 7 ივლ.'16 / 16:28

ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტმა 7 ივლისს მიიღო სარეკომენდაციო ხასიათის მქონე დასკვნა, რომელიც მოუწოდებს საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას შენგენის ზონაში.

ვიზალიბერალიზაციის სასარგებლოდ მიღებული ეს გადაწყვეტილებები სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტში (LIBE) გაიგზავნება, რომელიც ამ საკითხზე წამყვანი კომიტეტია.

LIBE-ს კომიტეტში საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის დაშვების საკითხზე კენჭისყრა ზაფხულის არდადეგების შემდეგ არის მოსალოდნელი.

საკითხი შემდეგ ევროპარლამენტის სესიაზე გავა განსახილველად, რომლის პირველი სხდომაც საზაფხულო არდადეგების შემდეგ 12 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ძალაში შესვლამდე, მას ასევე ესაჭიროება დამტკიცება ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საბჭოს მიერ, რომელმაც ივნისში ვერ შეძლო ამ საკითხზე შეთანხმება გერმანიის მხრიდან ბოლო მომენტში გამოთქმული წინააღმდეგობის გამო, რამაც შეამცირა საქართველოს იმედები ვიზალიბერალიზაციის ამ ზაფხულს მიღების თაობაზე და პროცესი სულ მცირე შემოდგომამდე გადადო.

ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უვიზო რეჟიმის სწრაფი და გამარტივებული შეჩერების მექანიზმის შემოღებას დაუკავშირა - ეს პოზიცია ასევე გამოთქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 15 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ. თუმცა მან ასევე მიანიშნა, რომ საქართველოს საკითხი შეიძლება ასევე დაუკავშირდეს უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის საკითხსაც.

7 ივლისს ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა დაამტკიცა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი,  რომელიც ითვალისწინებს ვიზალიბერალიზაციის გამარტივებული პროცედურით შეჩერებას, 6 თვის ნაცვლად, 2 თვეში იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც იზრდება უვიზო პირობების დარღვევის, თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა, ქვეყანა არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას ან ჩნდება „შიდა უსაფრთხოებისთვის საგრძნობლად გაზრდილი რისკი“.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დასკვნას 43-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 5-ის წინააღმდეგ, 3-მა კი თავი შეიკავა.

ანალოგიური დასკვნა უკრაინის შესახებ 42 ხმით იქნა მიღებული 3-ის წინააღმდეგ, 6-მა თავი შეიკავა, ხოლო კოსოვოსთან მიმართებაში გადაწყვეტილებას 38-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 7-ის წინააღმდეგ და 6-მა თავი შეიკავა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30