Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე
Civil Georgia, Tbilisi / 13 ივლ.'16 / 12:20

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, სლოვაკეთს აქვს „ამბიცია“, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დასრულდეს, განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა.

ლაიჩაკმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარე როტაციის პრინციპით მიმდინარე თვეს გახდა, განაცხადა, რომ მოკლევადიან პერიოდში "ყველაზე ღირებული", რაც შეიძლება ევროკავშირმა საქართველოსთვის გააკეთოს, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მიცემაა.  

მან ეს განცხადება 12 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებზე საუბრისას გააკეთა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა გათვლილი იყო მისი წევრების ინდივიდუალური მიზნების დაკმაყოფილებაზე; ის სთავაზობდა მექანიზმებს ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციისთვის, მაგრამ [აღმოსავლეთ პარტნიორობის] ვილნიუსის და რიგის სამიტების შემდეგ პროექტმა მნიშვნელოვანი სტიმული დაკარგა. ამიტომ, ამ ინიციატივის აღსადგენად, ახალ ხედვაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა; განახლებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკა ამის გასაკეთებლად მყარ კონტექსტს იძლევა“, – განაცხადა ლაიჩაკმა.

„მოკლევადიან პერიოდში ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების განხორციელება ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე პარტნიორებისთვის და ამიტომ უვიზო რეჟიმი არის ყველაზე ღირებული, რაც ახლა ევროკავშირმა შეიძლება მისცეს საქართველოს, რომელმაც ყველა კრიტერიუმი შეასრულა და სადაც ოქტომბრში მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ ეს ასევე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგანაც წარმოადგენს „მათი ევროკავშირთან თანამშრომლობის კონკრეტულ სარგებელს“.

ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროპარლამენტარებმა რამდენჯერმე ჰკითხეს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ერთ–ერთმა დეპუტატმა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების ვადებზეც დასვა კითხვა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის „გარკვეული თავშეკავების“ კონტექსტში.

ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ძალაში შესვლამდე, მას ასევე ესაჭიროება დამტკიცება ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საბჭოს მიერ, რომელმაც ივნისში ვერ შეძლო ამ საკითხზე შეთანხმება გერმანიის მხრიდან ბოლო მომენტში გამოთქმული წინააღმდეგობის გამო, რამაც შეამცირა საქართველოს იმედები ვიზალიბერალიზაციის ამ ზაფხულს მიღების თაობაზე და პროცესი სულ მცირე შემოდგომამდე გადადო.

„ევროკავშირი ღირებულებების ერთობაა და ჩვენ გვიყვარს იმის თქმა, რომ წესების პატივისცემაა საჭირო; და ამან ორივე მხრიდან უნდა იმუშაოს – ეს არ არის მხოლოდ პარტნიორების ვალდებულებები ჩვენს წინაშე, არამედ ჩვენი ვალდებულებებიცაა ჩვენი პარტნიორების მიმართ“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ქართველებმა და უკრაინელებმა შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები და ეს ნათლად განაცხადა ევროკომისიამ; ახლა ჯერი ჩვენზეა – ეს გულისხმობს უვიზო რეჟიმის მინიჭებას“, – განაცხადა ლაიჩაკმა.

„საქართველოს შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური კალენდარი და ის ფაქტი, რომ მათ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ექნებათ და ამიტომ, ძალიან კარგი იქნება ამის [უვიზო რეჟიმის მინიჭების] რაც შეიძლება მალე გაკეთება“, – განაცხადა მან.

„შემიძლია გითხრათ, რომ სლოვაკეთის თავმჯდომარეობა ძალიან აქტიურად მუშაობს [ევროკავშირის] წევრ სახელმწიფოებთან, ქართველ პარტნიორებთან და ვიმედოვნებთ, რომ საბჭოში შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა მან.

„გვაქვს ამბიცია, რომ პროცესი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე დავასრულოთ. ნამდვილად მჯერა, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ „შემდეგი უკრაინაა“, რომელმაც ასევე დააკმაყოფილა კრიტერიუმები. 
უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.   

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტი, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხზეა პასუხისმგებელი, საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების ინიციატივას, სავარაუდოდ, ზაფხულის არდადეგების შემდეგ უყრის კენჭს.  

ამის შემდეგ ინიციატივას ევროპარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი, რომელიც ზაფხულის არდადეგების შემდეგ 12 სექტემბერს შეიკრიბება.

7 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მოსაზრებები მიიღო, რომელშიც საქართველოს, უკრაინის და კოსოვოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მინიჭებისკენ მოუწოდებს. მოსაზრებები სამი ქვეყნისთვის უვიზო მინიჭების თაობაზე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტს გადაეგზავნება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29