Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი ‘დაუყოვნებლივ’ უნდა მიანიჭოს
Civil Georgia, Tbilisi / 27 ივლ.'16 / 18:00

საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების შეფერხებისთვის საფუძველი არ არსებობს და ევროკავშირმა ეს პროცესი „დაუყონებლივ“ უნდა დაასრულოს, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ 27 ივლისს.

იგი ამჟამად თბილისში იმყოფება, სადაც სტუმრის სტატუსით იქნა მოწვეული ქართველი დიპლომატების ყოველწლიურ შეხვედრაზე.

სიიარტომ უთხრა ჟურნალისტებს თავის ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან თბილისის ამბასადორიალის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას.

„საქართველოს დაუყონებლივ უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და როდესაც ვამბობ ‘დაუყოვნებლივ‘ მე ვგულისხმობ დაუყოვნებლივ, რადგანაც საქართველოს მთავრობამ ყველა საჭირო მოთხოვნა დააკმაყოფილა და არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ უვიზო რეჟიმის [მინიჭება] შეჩერდეს“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც 27 ივლისს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდა.

ივნისის დასაწყისში გერმანიის მხრიდან ბოლო მომენტში გამოთქმულმა წინააღმდეგობამ ხაზი გადაუსვა  საქართველოს იმედებს ვიზალიბერალიზაციის ამ ზაფხულს მიღების თაობაზე და პროცესი სულ მცირე შემოდგომამდე გადადო. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა, რომლის ქვეყანაც მიმდინარე თვეს ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა, განაცხადა 12 ივლისს, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, სლოვაკეთს აქვს „ამბიცია“, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დასრულდეს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა თბილისში, რომ მისი ქვეყნის სურვილია საქართველო „რაც შეიძლება მალე მიიწვიონ ნატოში“.

„ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოსთვის უკვე [ნატო-ს] ვარშავის [სამიტზე] მიგვენიჭებინა წევრობის სამოქმედო გეგმა [MAP]; სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ წარმატებას, მაგრამ როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29