Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლიტიკური რეიტინგები NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში
Civil Georgia, Tbilisi / 29 ივლ.'16 / 15:12

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რომელიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, სამი თვით ადრე ჩატარდა და რომლის თანახმადაც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო უმნიშვნელოდ უსწრებს ნაციონალურ მოძრაობას, იმ ამომრჩეველთა მესამედზე მეტს, ვინც ამბობს, რომ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

კვლევა, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა, რა დროსაც წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით 4 113 რესპოდენტი გამოკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ს შეადგენს.

რესპონდენტების 67%–მა განაცხადა, რომ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს მიიღებდნენ მასში მონაწილეობას. 

კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდნენ ისინი ხმას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, იმ ამომრჩევლების 35%–მა, ვინც სავარაუდოდ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, უპასუხა, რომ „არ იცის“; 13%–მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 3%–მა განაცხადა „არც ერთ პარტიას“.

ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს 19%–იანი მხარდაჭერა აქვს იმ ამომრჩევლებისგან, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში; ნაციონალურ მოძრაობას კი 14%-იანი.

პაატა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ და პატრიოტთა ალიანსს სავარაუდო ამომრჩეველთა 4%–4%- იანი მხარდაჭერა აქვთ. 

სავარაუდო ამომრჩევლების 8%–მა სხვა პარტიები დაასახელა. ამ „სხვებში“ის 13 პარტია შედის, რომელიც რესპონდენტების 3%–ზე ნაკლებმა დაასახელა; მათ შორის არიან: ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა; თავისუფალი საქართველო; რესპუბლიკური პარტია; კონსერვატიული პარტია; ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი; ახალი მემარჯვენეები; მრეწველები; ეროვნული ფორუმი. 

გამოკითხული 4 113 რესპონდენტიდან 57%–მა განაცხადა, რომ მათ არ გადაუწყვეტიათ ვის მისცემენ ხმას, არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს. 2016 წლის მარტში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევაში ეს მაჩვენებელი 61% იყო.

„მოსახლეობის უმეტესობას მომავალ არჩევნებში მონაწილეობა სურს, თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას; შესაბამისად არჩევნების შედეგები არაპროგნოზირებადია“, – განაცხადა NDI–ს რეგიონალურმა დირექტორმა საქართველოში ლორა თორნტონმა, „თითოეული პარტიის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ მომავალი არჩევნების შედეგების გამოსაცნობად არ გამოდგება. ამომრჩევლის 67% ხმის მიცემას გეგმავს, 57%  კი გადაუწყვეტელია; ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ქცევაზე იქნება დამოკიდებული“.

კითხვაზე, თუ რომელიც საკითხია მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის დროს, რესპონდენტების 41%–მა პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელა; შემდეგ მოდის პარტიის პოზიცია ჯანდაცვის პოლიტიკაზე (14%); ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე (11%); პარტიების პოზიცია კანონის უზენაესობასა და საგარეო პოლიტიკაზე – 9% და 8%, შესაბამისად.

NDI–ს წინა კვლევა მარტში ჩატარდა – სანამ კოალიცია ქართული ოცნება განაცხადებდა, რომ მისი სუბიექტები მომავალ არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას და ასევე, სანამ ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფიციალურად დაფუძნდებოდა. მარტის კვლევაში კოალიცია ქართულ ოცნებას სავარაუდო ამომრჩევლების 15%–იანი მხარდაჭერა ქონდა; შემდეგ მოდიოდნენ ნაციონალური მოძრაობა – 13%; თავისუფალი დემოკრატები – 6%; ლეიბორისტული პარტია – 4% და პატრიოტთა ალიანსი – 3%. სავარაუდო ამომრჩევლების 38%–ს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით. თუ ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24