Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დავით უსუფაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას საბურთალოს ერთ-ერთ ოლქში აპირებს
Civil Georgia, Tbilisi / 30 ივლ.'16 / 15:41

დავით უსუფაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ის საბურთალოს ერთ-ერთ ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს მაჟორიტარად 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

უსუფაშვილი ამჟამად საბურთალოს რაიონის მაჟორიტარია, სადაც ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია ქართული ოცნების მიერ იყო კანდიდატად წარდგენილი. თუმცა მოახლოებული არჩევნებისთვის ოლქების ახალი საზღვრების ფორმირების შედეგად, საბურთალოს ოლქი სამ ნაწილად არის უკვე გაყოფილი.

29 ივლისს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საბურთალოს „ერთ მესამედში“, მე-6 ოლქში იყრის კენჭს, რომელიც დოლიძის, ბახტრიონის და მათ ახლოს მდებარე ქუჩებს, ასევე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. 

„მე ვიქნები ამ ოლქში მაჟორიტარი ამ არჩევნებზე, მე ვიქნები რესპუბლიკური პარტიის სიის პირველი ნომერი, მე შემოვივლი მთელ საქართველოს... და ძალიან მკაფიოდ დავანახებთ იმას, რომ რესპუბლიკური პარტია არის სრულიად აუცილებელი ქართული პოლიტიკისთვის“, - განაცხადა უსუფაშვილმა პარასკევს.

მისი თქმით, მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დასახელებაზე რესპუბლიკურ პარტიას „არანაირი შეთანხმება ამ წუთისთვის“ არცერთ სხვა პარტიასთან, მათ შორის არც მმართველ პარტია ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან არ აქვს.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის კონკურენტები მაჟორიტარულ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობიდან სევდია უგრეხელიძე, თბილისის საკრებულოს წევრი და დედაქალაქის ყოფილი ვიცე-მერი და ასევე, ოპოზიციური „თავისუფალი  დემოკრატებიდან“ პარლამენტარი შალვა შავგულიძე იქნებიან.

პარტია ქართულ ოცნებას ჯერ თბილისის ოლქებში და მათ შორის საბურთალოს მე-6 ერთმანდატიან ოლქში, სადაც უსუფაშვილი აპირებს კენჭისყრას, თავისი კანდიდატები არ დაუსახელებია.

ამასთან, ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, თვლის, რომ მთაწმინდის ერთმანდატიან ოლქში, სადაც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას, არათუ საკუთარი კანდიდატი არ უნდა დაუპირისპიროს, არამედ თავის ამომრჩეველს, თუ ამ პოზიციას ქართული ოცნების პოლიტსაბჭო გაიზიარებს, მოუწოდოს, რომ ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი.

უსუფაშვილის თქმით, ამ ტიპის  „რაიმე სტრატეგიულ შეთანხმებებზე საუბრები არ ყოფილა“ რესპუბლიკურ პარტიასთან მას შემდეგ, რაც მან 12 ივლისს საარჩევნო კამპანიის დაწყებისას ოფიციალურად დაადასტურა, რომ საარჩევნო მარათონში დამოუკიდებლად ერთვება, ხოლო მისი მინისტრები კოალიციურ მთავრობას დატოვებენ, რაც 1 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი
 
„მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს გამოვაცხადეთ, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ვართ და ვიქნებით კონკურენტულ რეჟიმში. ცალკეულ საკითხებზე მსჯელობისას გაირკვევა ვისთან უფრო გვაერთიანებს ჩვენი პროგრამა და ხედვები და ვისთან ნაკლებად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

ჟურნალისტის რეპლიკაზე იმის შესახებ, რომ NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში რესპუბლიკური პარტიის რეიტინგი ჩამორჩება 5%-იან ზღურბლს, რომლის გადალახვაც პარტიისთვის აუცილებელია პარლამენტში პროპორციული მანდატების მისაღებად, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ „არჩევნები გასცემს პასუხს ყველა კითხვას“.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით. თუ ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26