Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველომ რიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა
Civil Georgia, Tbilisi / 9 აგვ.'16 / 12:57

ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა რიოს ოლიმპიადაზე, სადაც მან 8 აგვისტოს ბრინჯაო მოიგო 73 კგ წონით კატეგორიაში.

შავდათუაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ძიუდოისტი ისრაელიდან საგი მუკი იპონით დაამარცხა.

ეს 24 წლის ლაშა შავდათუაშვილის სპორტულ კარიერაში მეორე ოლიმპიური მედალია; მან 4 წლის წინ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიგო.

მეოთხედფინალში შავდათუაშვილმა იაპონელ შოჰეი ონოსთან წააგო, რომელმაც ფინალში შემდეგ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისკენ გზა რუსი მეტოქის დენის იარცევის დამარცხებით გაიკვლია. ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებულმა შავდათუაშვილმა, რომლის ასპარეზობის დღეც 2008 წლის აგვისტოს ომის მერვე წლისთავს დაემთხვა, რუს მოწინააღმდეგეს მის სპორტულ ფორმაზე გამოსახულ საქართველოს დროშაზე ამაყად მიანიშნა.

საქართველომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავდაპირველად რიოში 39 სპორტსმენი გაგზავნა, რაც ყველაზე მასშტაბური შემადგენლობაა ქვეყნისთვის.

მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსი ძალოსნები დოპინგთან დაკავშირებული დარღვევების გამო ოლიმპიადიდან მოხსნეს, გამოთავისუფლებული კვოტა რვა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც გადანაწილდა და ამან ქართული ოლიმპიური გუნდი 40-მდე გაზარდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28