Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპარლამენტის კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს მხარი დაუჭირა
Civil Georgia, Tbilisi / 5 სექ.'16 / 20:15

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) 5 სექტემბერს ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ინიციატივას LIBE–ს კომიტეტის 44 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 5-ის წინააღმდეგ.

სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადებას ახლა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა ეყაროს კენჭი, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შევა ეს საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიბში.

საკითხი 12-15 სექტემბერს დაგეგმილი პლენარული სხდომის დღის წესრიგში არ ფიგურირებს. ევროპარლამენტის მომდევნო პლენარული სხდომები 3-6 ოქტომბერს, შემდგომი კი 24-27 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ძალაში შესვლისთვის, მას ასევე ესაჭიროება დამტკიცება ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საბჭოს მიერ, რომელმაც ივნისში ვერ შეძლო ამ საკითხზე შეთანხმება გერმანიის მხრიდან ბოლო მომენტში გაწეული წინააღმდეგობის გამო.

დღესვე LIBE–ს კომიტეტმა მხარი დაუჭირა უწყებათაშორისი მოლაპარაკების დაწყებას - ეს არის საკანონმდებლო პროცესის ნაწილი, როდესაც ევროპარლამენტი კონკრეტულ საკითხზე განხილვებს იწყებს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროკავშირის საბჭოსთან, რომლის თანხმობა ასევე საჭიროა, რათა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდეს.

LIBE-ს კომიტეტმა ასევე 5 სექტემბერს კენჭი უყარა კოსოვოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს, რომელიც მცირე უპირატესობით - 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ - გავიდა. თუმცა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კოსოვოსთვის ვიზების გაუქმებაზე უწყებათაშორისი მოლაპარაკებების დაწყებას. როგორც ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა კენჭისყრამდე განაცხადა, კოსოვოს ბოლომდე ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ყველა ვალდებულება იმისთვის, რომ მასთან უვიზო რეჟიმი იქნას შემოღებული.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30