Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 51.63% შეადგინა
Civil Georgia, Tbilisi / 8 ოქტ.'16 / 22:51

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1 814 276 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 51.63%-ია.

2012 წლის წინა საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 60.8% იყო.

ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ხულოს, შუახევისა და ქედის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში იყო - 61.43%, ხოლო ყველაზე პასიური გარდაბანში - 37.78%.

ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყველა უბანი 8 საათზე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს, ხოლო  შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე.

„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაფიქსირდა დაპირისპირების ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულის მიუხედავად, გარდა ერთეული შემთხვევებისა, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლო მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა“, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღის შემაჯამებელ ბრიფინგზე.

მისი ინფორმაციით, მარნეულის 48-ე უბანზე, სადაც საარჩევნო უბანზე თავდასხმის ინციდენტს ჰქონდა ადგილი და რამაც ხმის მიცემის შეფერხება გამოიწვია, ამჟამად  ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით.

იმავდროულად, ცესკო ითვლის ავღანეთში ქართველი სამხედროების კენჭისყრის შედეგებს - ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში გახსნილ ორ უბანზე  5 ოქტომბერს მისცეს ხმა.

ცესკოს პრესსპიკერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საოლქო კომისიებში 110 საჩივარია შესული, რომლებიც „ძირითადად შეეხება პროცედურულ ხარვეზებს“ და „უმეტესობის მოთხოვნაა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება“.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შეფასებით, რომელიც უმსხვილესი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, „ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით ჩატარდა“.

„ცალკეულ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა დაძაბულობა, თუმცა აღნიშნულ გარემოებას ერთი გამონაკლისი [მარნეულის] შემთხვევის გარდა, არსებითი გავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის პროცესზე“, - აცხადებს „სამართლიანი არჩვნები“ და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისმა დამკვირვებლებმა მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს საარჩევნო პროცედურების დარღვევები,  „საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ ამ ინციდენტებს არ შეეძლო არსებითი გავლენა ჰქონოდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33