Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
წინასწარი შედეგებით, მეორე ტურები მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაშია მოსალოდნელი
Civil Georgia, Tbilisi / 9 ოქტ.'16 / 17:01

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, 73 ერთმანდატიანი ოლქიდან, დაახლოებით, 23-ში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები სავარაუდოდ პირველივე ტურში იგებენ არჩევნებს, დანარჩენ ოლქებში კი მეორე ტურებია მოსალოდნელი, ძირითადად, მმართველი პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს შორის.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პირველივე ტურში გასამარჯვებლად 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, მაქსიმუმ 25 დღეში მეორე ტური დაინიშნება გამარჯვებულის გამოსავლენად. 

ქართული ოცნება, რომელსაც 73-დან 72 ოლქში ყავდა კანდიდატები წარდგენილი, წინასწარი მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე ორის გარდა, ყველა მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს.

გამონაკლისია ახალციხე-ადიგენის №44 ოლქი, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი პირველ ადგილზეა და სავარაუდოდ, მეორე ტურში მოუწევს ბრძოლა ქართული ოცნების კანდიდატთან გიორგი კოპაძესთან, რომელიც 2014 წლიდან ახალციხის მერი იყო.

კიდევ ერთი გამონაკლისი ხაშურის №43 მაჟორიტარული ოლქია, სადაც პირველ ადგილზე ბლოკის "მრეწველები, ჩვენი სამშობლო" კანდიდატი სიმონ ნოზაძეა, თუმცა მას მეორე ტურში ბრძოლის გაგრძელება  მეორე ადგილზე გასულ დეპუტატ ვალერი გელაშვილთან მოუწევს, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატია და წინასწარი შედეგებით, ხმების 20%-ით დაახლოებით 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება მის კონკურენტს.
 
ორ ოლქში   - ჭიათურის  №56 და გორის №41-ე ოლქებში მეორე ადგილზე, წინასწარი მონაცემებით, თავისუფალი დემოკრატების კანდიდატები გადიან, რომლებიც მეორე ტურებში ქართული ოცნების კანდიდატებს დაუპირისპირდებიან. გორში მეორე ტურში გასვლის კანდიდატია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელსაც 41-დან 40 უბნის მონაცემების მიხედვით,  ხმათა 19.36% აქვს მიღებული, ხოლო მესამე ადგილზე გასულ კანდიდატს, ასევე ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დამოუკიდებელ კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილს 17.43% აქვს იმ ფონზე, როცა მმართველი პარტიის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ ხმათა 33.53% დააგროვა.

კიდევ ერთი ოლქი მცხეთის №37-ეა, სადაც ქართული ოცნების კანდიდატი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მიზერული უპირატესობით უსწრებს დამოუკიდებელ კანდიდატს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს, თუმცა ორივე მათგანს დაახლოებით 10 პროცენტული პუნქტი აკლია 50%-იანი ბარიერის დასაძლევად, იმ მონაცემების მიხედვით, რომლებიც 45 უბნიდან 44-ის წინასწარ შედეგებს ეყრდნობა. ამ ორ კანდიდატს შორის გამარჯვებულს, სავარაუდოდ, მეორე ტური გამოავლენს.

ვითარება ამ ეტაპზე ბუნდოვანი რჩება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №66 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 49 უბნიდან 22 უბნის შედეგებია მხოლოდ დათვლილი და ქართული ოცნების კანდიდატი ედიშერ თოლორაია მცირე უპირატესობით უსწრებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს სანდრა რულოვსს. 

პირველადი წინასწარი მონაცემების მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატები სავარაუდოდ პირველივე ტურს შემდეგ 20 ოლქში იგებენ:

  • №14 ჩუღურეთი - დეპუტატი გია ვოლსკი 57.32%;
  • №3 ვაკე (ბაგები, ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ნუცუბიძის მიკრორაიონების უმეტესობა)- მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი 50.32%;
  • №4 საბურთალო (დიდი დიღომი, სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, ვეძისი)- მამუკა მდინარაძე 51.7%;
  • №5 საბურთალო (ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირები მიმდებარე ქუჩებით)- ნინო გოგუაძე 51.43%;
  • №58 ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა მესტიის გაერთიანებული ოლქი - დეპუტატი გოჩა ენუქიძე 58.21%;
  • №38 დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქი - დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი 60.94%;
  • №25 სიღნაღისა და დედოფლისწყაროს გაერთიანებული ოლქი - ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის ყოფილი გუბერნატორი 54.7%;
  • №31 გარდაბანი  - სავალან მირზოევი 50.02%;
  • №32 თეთრიწყარო, გარდაბნის ნაწილი - გოდერძი ჩანქსელიანი 54.41%;
  • №35 მარნეულის მუნიციპალიტეტი - რუსლან გაჯიევი 56.31%;
  • №33 ბოლნისი - გოგი მეშველიანი, 2014 წლიდან ბოლნისის გამგებელი 52.12%;
  • №34 წალკის, დმანისის და ბოლნისის ერთი სოფლის გაერთიანებული ოლქი - დეპუტატი კახა ოქრიაშვილი 60.17%;
  • №45 ბორჯომი/ ასპინძა/ახალქალაქის 5 სოფელი - დეპუტატი გედევან ფოფხაძე 51.13%;
  • №46 ნინოწმინდა, ახალქალაქი - დეპუტატი ენზელ მკოიანი 63.71%;
  • №40 ქარელისა და გორის ორი სოფლის ერთიანი ოლქი  - გიორგი თოთლაძე 52.29%;
  • №50 ტყიბული/თერჯოლის ნაწილი - ელგუჯა გოცირიძე 50.03%;
  • №53 საჩხერე  - დეპუტატი პაატა კვიჟინაძე 88.96%;
  • №54 ვანი/ხონი - გრიგოლ ლილუაშვილი, დედაქალაქის ყოფილი ვიცე-მერი 59.01%;
  • №55 სამტრედია - გია მიქელაძე 57.63%;
  • №57 წყალტუბო - ცოტნე ზურაბიანი 52.91%;
  • №62 მარტვილი/აბაშა - ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო 2014 წლის ივლისიდან 51.17%;
  • №59 ოზურგეთი  - არჩილ თალაკვაძე, 2014 წლის დეკემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო 52.88%;
  • №73 ხულო/შუახევი/ქედა - დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე 51.75%. 

73 მაჟორიტართან ერთად 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ საარჩევნო სუბიექტების სიებიდან, რომლებიც ხმათა 5%-ს მაინც დააგროვებენ არჩევნებში.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, უბნების 82%-ზე მეტის დათვლის შედეგად, 8 ოქტომბრის პროპორციულ არჩევნებში ქართული ოცნება ხმათა 49.26%-ით ლიდერობს; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობა 26.46%-ით და პატრიოტთა ალიანსი 5%-ით. ირაკლი ალასანიას თავისუფალ დემოკრატები ხმათა 4.58%-ით ახლოს არიან ბარიერთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
47