Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრისკენ მოუწოდებს
Civil Georgia, Tbilisi / 28 ოქტ.'16 / 15:19

საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საგარეო პოლიტიკის ცენტრალურ საკითხად აქციოს რუსული ოკუპაციის თემატიკის საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში მუდმივად დაყენება და ყველა იმ ინიციატივის წინააღმდეგ აფრთხილებს, რომელიც  შექმნის ოკუპაციასთან შეგუების ან ამ პრობლემის რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზით მოგვარების „ილუზიას“.

კოალიცია, რომელიც სექტემბერში ჩამოყალიბდა, ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრისაკენ, ხოლო რუსულ ოკუპაციასთან საბრძოლველად „სწორი და თანმიმდევრული დიპლომატიური სტრატეგიის“ შემუშავებისკენ მოუწოდებს  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

28 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც კოალიციის 22 წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ჟენევის დისკუსიების ფორმატის „დაკნინება“, ხოლო პრაღის მოლაპარაკებების შენარჩუნების შემთხვევაში, „მოახდინოს მისი დახვეწა, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების მანდატის მკაფიოდ ჩამოყალიბებას და ქართული მხრიდან მისი ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტატუსის განსაზღვრას“.

პრაღის პირდაპირ არაფორმალურ დიალოგში, რომელიც 2012 წლის ბოლოდან მიმდინარეობს ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხების მოსაგვარებლად, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მონაწილეობენ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში. კარასინი, იმავდროულად, რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რომელსაც აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად და რომელშიც ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობის პირობებში აგრეთვე მონაწილეობენ საქართველოს და აშშ–ის, ასევე ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები.

„რუსეთის აგრესიული და რევიზიონისტული პოლიტიკის გამო იცვლება რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულება. ხდება ევროპული უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის ფორმირება, რომლიც ნაწილიც საქართველოს საკითხებიც უნდა გახდეს. რუსული ოკუპაციის თემატიკის მუდმივად დაყენება საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში უნდა გახდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცენტრალური საკითხი და ქართული დიპლომატიური კორპუსის ყოველდღიური საზრუნავი“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

„ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შეამცირებს ამგვარ ძალისხმევას - შექმნის ილუზიას რომ საქართველო ან შეეგუა ოკუპაციის ფაქტს და ნაკლებად აქტუალურად მიაჩნია ის, ან ამ პრობლემის გადასაწყვეტად მხოლოდ რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ამყარებს იმედებს - შეასუსტებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ჩართულობას და მაშასადამე გავლენას რუსეთზე, რაც დამღუპველი იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის“, - აცხადებს კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“.

„მცდელობები და მოწოდებები შეიქმნას ან გააქტიურდეს სხვადასხვა ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატები რუსეთთან, რომლებიც დააკნინებენ ჟენევის ფორმატს და აქვთ ბუნდოვანი მანდატი, საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის. ასეთი ტიპის ძალისხმევა მხოლოდ ართულებს საქართველოს მდგომარეობას, ქმნის არსებული ვითარების მცდარ აღქმას ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საპასუხოდ 28 ოქტომბერს ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ რუსულ ოკუპაციასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არის „ძალიან მკაფიო, ნათელი და შედეგზე ორიენტირებული“ და ყველა იმ საერთაშორისო ფორმატში, სადაც განიხილება საქართველოს და რუსეთს შორის კონფლიქტი და ოკუპაცია, „ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15