Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კარასინი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს
Civil Georgia, Tbilisi / 4 ნოე.'16 / 13:05

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილმე გრიგორი კარასინმა არ გამორიცხა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესაძლებლობა და ამ საკითხთან მიმართებაში ისეთივე სამუშაოს ჩატარებაზე მიანიშნა, რასაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად გადის.

რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში, რომელიც 3 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, კარასინმა, რომელიც რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელია, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან ე.წ. პრაღის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, გაიხსენა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ რუსეთმა „რადიკალურად" გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო წესები.

საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2012 წლის მარტში ცალმხრივად მოხსნა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება და რამდენად შეუძლია ამ გეგმებზე გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მიერ ვიზების მოსალოდნელმა გაუქმებამ საქართველოსთვის, კარასინმა უპასუხა: „პრინციპში არ გამოვრიცხავთ უვიზო რეჟიმის შესაძლებლობას საქართველოსთან და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან მიმართებაში მხედველობაში უნდა მივიღოთ შესაბამისი პროცესები ევროკავშირსა და საქართველოს შორის“.

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მზადყოფნის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შარშან დეკემბერში იმ დღეებში გააკეთა, როცა ევროკომისიამ საქართველოს უვიზო რეჟიმის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, სავიზო საკითხებში რუსეთის გააქტიურება ევროკავშირის საზღვრების მოსალოდნელ გახსნას უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მას შემდეგ, რაც, კარასინის თქმით, საქართველომ ცალმხრივად გააუქმა ვიზები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, 2012 წელს ბრიუსელი დათანხმდა მოლაპარაკებების დაწყებას საპასუხო ვიზალიბერალიზაციაზე, რასაც მოყვა სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის შესრულებაზეც „თბილისი რეგულარულად აბარებდა ანგარიშს რამდენიმე წლის განმავლობაში“.

„ამდენად, საუბარია დიდ და სკურპულოზურ სამუშაოზე, რომელიც მოიცავდა, როგორც ვვარაუდობ, მჭიდრო სახელმწიფოთაშორის ურთიერთქმედებას საგარეო პოლიტიკური და სხვა ბევრი უწყებების ხაზით. უნებლიედ ისმის კითხვა, რამდენად რეალურია ასეთი სამუშაოს შესრულება რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის სიტუაციაში?“ - ამბობს კარასინი.

ამავე ინტერვიუში, ის აცხადებს, რომ „ქართული მხარე კვლავაც არ არის მზად აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც მან 2008 წლის სექტემბერში გაწყვიტა“ აგვისტოს ომის შემდეგ.

კარასინის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოხერხდა ორმხრივი ურთიერთობების „მნიშვნელოვანი გაჯანსაღება“ და „ჩიხიდან გამოყვანა“, თბილისი პერიოდულად კვლავაც იყენებს „კონფრონტაციულ რიტორიკას“ რუსეთის მიმართ, რაც „რბილად, რომ ვთქვათ არ სძენს სტაბილურობას ზემოაღნიშნულ პოზიტიურ ტენდენციებს“.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მაღალი დონის შეხვედრები არ იგეგმება, როცა უპასუხა კითხვას იყო თუ არა მოსალოდნელი დეკემბრის ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19