Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფედერიკა მოგერინი: საჭიროა ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე თავისი პირობა შეასრულოს
Civil Georgia, Tbilisi / 15 ნოე.'16 / 12:51

ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ საქართველოში „უაღრესად იმედისმომცემი და ძალიან პოზიტიური“ სიტუაციაა და საჭიროა, რომ ევროკავშირმაც შეასრულოს თავისი პირობა უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ 14 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

თბილისი შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღებას ზაფხულიდან ელის, თუმცა გარკვეული პროგრესის მიუხედევად, საკითხის გადასაწყვეტად პროცედურები ამ დრომდე არ არის დასრულებული.

„ეს ის საკითხია, რომელიც უკვე განიხილეს მინისტრებმა, და მე თავიდანვე წამოვჭერი ეს საკითხი – ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსა და უკრაინისთვის – საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე, რომ ახლა ევროკავშირისთვის პრიორიტეტია შეასრულოს დანაპირები, რადგანაც საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი და არსებობს გადაწყვეტილება, რომ პროცესმა წინ წაიწიოს“, - განაცხადა მოგერინიმ პრესკონფერენციაზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკითხვის პასუხად.

„ყველას მიაჩნია, რომ სიტუაცია საქართველოში უაღრესად იმედისმომცემი, ძალიან პოზიტიურია და არსებობს იმის საჭიროება ევროკავშირის მხრიდან, რომ მან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე თავისი პირობა შეასრულოს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ „მოუთმენლად ელის“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც 1-2 დეკემბერს იგეგმება.

საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დროული გადაწყვეტის მნიშვნელობას ასევე გაესვა ხაზი ევროკავშირის საბჭოს მიერ აღმოსალეთ პარტნიორობის თაობაზე მიღებულ დასკვნებში.

„საბჭო ხაზს უსვამს გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას, რაც საჭიროა ვიზალიბერალიზაციისთვის ორივესთვის  - საქართველოსა და უკრაინისთვის“, - ნათქვამია დასკვნებში.

ამავე დოკუმენტში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო ასევე მიესალმა ასოცირების ხელშეკრულებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელებაში „მიღწეულ პროგრესს“ საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან, რაც „ხელს უწყობს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას ევროკავშირთან“.

საბჭომ ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიონობის ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის „განახლებული ძალისხმევისკენ“ მოუწოდა და აღნიშნა ევროკავშირის როლი არსებული ფორმატების ფარგლებში კონფლიქტების გადაწყვეტასა და ნდობის აღდგენის მხარდაჭერაში.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესი, რომელსაც 2017 წლის ნოემბერში ბრიუსელი უმასპინძლებს და სადაც განიხილება პარტიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს, ისევე როგორც პარტნიორებს შორის „თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების“ საკითხები.

მომავალი წლის ბრიუსელის სამიტი მეხუთე იქნება მას შემდეგ, რაც 2009 წლის მაისში ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა დაიწყო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან - უფრო ახლო ურთიერთობების დასამყარებლად.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40