Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტში უმრავლესობა, უმცირესობა და ხუთი ფრაქცია შეიქმნა
Civil Georgia, Tbilisi / 18 ნოე.'16 / 14:44

მეცხრე მოწვევის პარლამენტში არჩეული 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ქართული ოცნების 116-წევრიანი უმრავლესობა და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის 26-წევრიანი უმცირესობა ჩამოყალიბდა.

საპარლამენტო უმრავლესობას ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ჩაუდგა სათავეში.

უმრავლესობის ფარგლებში ამ ეტაპზე ორი ფრაქცია ჩამოყალიბდა - 110 წევრიანი "ქართული ოცნება", რომელსაც დეპუტატი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს; და 6- წევრიანი "ქართული ოცნება-მრეწველები", რომელსაც ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, მრეწველი სიმონ ნოზაძე ჩაუდგა სათავეში, რომელიც უმრავლესობას შეუერთდა.

ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის ლიდერი, წინა პარლამენტის მსგავსად, კვლავ დავით ბაქრაძეა, რომელიც 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. უმცირესობაში ამ ეტაპზე არა 27, არამედ 26 წევრია, რადგან ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე.

უმცირესობის ფარგლებში ასევე ორი ფრაქცია დარეგისტრირდა -  20-წევრიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ნიკა მელია ხელმძღვანელობს და 6-წევრიანი "ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისათვის", რომელშიც დეპუტატ ელენე ხოშტარიას თავმჯდომარეობით შემდეგი დეპუტატები შედიან: სერგი კაპანაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი.

უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი ერთდერთი ფრაქცია სახელწოდებით „საქართველოს პატრიოტები“  პატრიოტთა ალიანსმა შექმნა მისი 6 დეპუტატის შემადგენლობით, რომელსაც პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ლომია ჩაუდგა სათავეში.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30