Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ინიცირებული პროექტები პარლამენტიდან გათხოვილად ითვლება
Civil Georgia, Tbilisi / 30 ნოე.'16 / 15:46

წინა მოწვევის პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები არცერთ იმ ნუსხაში არ მოხვდა, რომელთა განხილვების გაგრძელების მიზანშეწონილობასა და ასევე მიზანშეუწონლობაზე მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 30 ნოემბერს ორი შესაბამისი დადგენილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტების განხილვის პროცედურა აღარ გაგრძელდება. 

ამდენად, რეგლამენტით გათვალისწინებული წესის მიხედვით, პარლამენტიდან გათხოვილად ითვლება კონსტიტუციური კანონპროექტი ქორწინების როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის განსაზღვრის შესახებ, საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმების თაობაზე ორი კანონპროექტი - ერთი ქართული ოცნების მიერ, ხოლო მეორე ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით 200 ათასი ამომრჩევლის მიერ ინიცირებული; და ასევე ცვლილება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის თაობაზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ 30 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გაიმეორა, რომ „ყველა ის კანონპროექტი, რომელიც ეხება კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებას, შევჯერდით, რომ გადავიტანოთ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის კომისიაში“,  რომლის შექმნასაც  ქართული ოცნება, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, კონსტიტუციაში რეფორმის გატარების მიზნით გეგმავს.

იმ 32 კანონპროექტსა და საკანონმდებლო პაკეტს შორის, რომლის განხილვის გაგრძელებაც პარლამენტმა მიღებული დადგენილებით მიზანშეწონილად მიიჩნია, არის სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის სახელით ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მესამე მოსმენით მიღება წინა მოწვევის პარლამენტში შეჩერდა; ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში 2013 წლის მაისიდან შეჩერებული ის ცვლილებები, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს და რასაც ნაციონალური მოძრაობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება; და ასევე საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის აკრძალვას და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ცვლილებას ითვალისწინებს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19