Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას გეგმავს
Civil Georgia, Tbilisi / 9 დეკ.'16 / 15:52

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც კონსტიტუციის რეფორმის პროექტს 2017 წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს.

კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს და მისი თქმით, მასში ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. კერძოდ, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ყველა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტის, მთავრობის ადმინისტრაციებიდან და სასამართლო ხელისუფლებიდან, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. 

კობახიძის განცხადებით, კონსულტაციების შედეგად არჩევანი ისეთივე ფორმატზე გაკეთდა, როგორც სამი წლის წინ, როცა წინა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. თუმცა იმ კომისიამ მუშაობა კონკრეტული შედეგის გარეშე დაასრულა.

„კომისიის მუშაობა საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს, რადგან ეს ფორმატი იქნება ყველაზე ეფექტიანი და ადექვატური შედეგის თვალსაზრისით“, - განაცხადა მან პრეზიდენტის იმ მოწოდებების საპასუხოდ, რომელიც კომისიის პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ ფორმირებას უკავშირდებოდა.

„კომისია მუშაობას შეუდგება მიმდინარე წლის ბოლომდე და პროექტს შეიმუშავებს მომავალი წლის 30 აპრილამდე, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები“, - განაცხადა კობახიძემ და პროექტის შეფასებაში  ვენეციის კომისიის "აქტიურ მონაწილეობას" გაუსვა ხაზი.

მისი თქმით,  კონსტიტუცია, ძირითადად, პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების დაბალანსების მიმართულებით არის გადასახედი. 

მან ასევე განაცხადა, რომ ის პირად პასუხისმგებლობას იღებს, როგორც კომისიის მუშაობაზე, ისე მის მიერ მომზადებული დოკუმენტის შინაარსზე.

„მე ახლავე შემიძლია დავდო პირობა, რომ თუ იქნება თუნდაც ერთი ნორმა, რომელიც იქნება ნეგატიურად შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, ასეთი ნორმა არ იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.     

„ჩვენი ამოცანა არის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22