Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპულმა საქართველომ ევროპის სახალხო პარტიას წევრობის განაცხადით მიმართა
Civil Georgia, Tbilisi / 25 იან.'17 / 15:45

ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა, რომელთაც ეს ოპოზიციური პარტია დატოვეს და ახლა თავიანთ ახალ პოლიტიკურ პლატფორმად პარტია „ევროპულ საქართველოს“ იყენებენ, ევროპის სახალხო პარტიას (EPP), რომელიც ევროპარლამენტში უმსხვილეს ჯგუფს წარმოადგენს, დამკვირვებელ წევრად მიღების თხოვნით მიმართეს.

„დღეს შევხვდი დავით ბაქრაძეს, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავასა და გიგი წერეთელს, მათ წარმომიდგინეს საკუთარი ახალ პოლიტიკური პროექტი „ევროპული საქართველო“, – წერს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი 23 იანვარს Facebook–ის გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ლიდერებთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენი ახალი პარტიის EPP–ში [დამკვირვებლის სტატუსით] გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფორმალური პროცედურები უკვე დაწყებულია და ჩვენ ვიმედოვნებთ, ყველა  პროცედურის პატივისცემით, რაც შეიძლება მალე შევძლებთ უკვე  სრულფასოვნად ვიყოთ წარმოდგენილი EPP–ში“, – განაცხადა გიგი უგულავამ. 

ამ საკითხზე საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას „უამრავი მხარდამჭერი“ ყავს EPP–ში. „ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გააგრძელოს თანამშრომლობა ევროპის სახალხო პარტიასთან, რომ ჩვენ ვიყოთ ამ ოჯახის წევრი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მიღების შემთხვევაში ევროპული საქართველო EPP-ს მეორე წევრი იქნება საქართველოდან დამკვირვებლის სტატუსით; ნაციონალურმა მოძრაობამ ეს სტატუსი 2008 წლის სექტემბერში მოიპოვა.

ჯოზეფ დოლიმ ასევე აღნიშნა, რომ „მოხარულია“ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას“ მასპინძლობით, რომელიც პატიმრობიდან წლის დასაწყისში გათავისუფლდა.  „ვწუხვარ სხვა პოლიტპატიმრებზე, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოში და მოვუწოდებ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი“, – განაცხადა მან.

კვირიკაშვილის ადმინისტრაციამ დოლის კომენტარს 24 იანვარს განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა „ვერ ჩაერევა, სასამართლოს მიერ, ასეთი დანაშაულებისათვის პასუხისგებაში მიცემული პირების სასჯელისაგან გათავისუფლების პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო და ვერ მოემსახურება დაუსჯელობის სინდრომის დანერგვას, რაც ასევე დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

„ეს არ არის დასავლური, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები. საქართველოს მთავრობის ერთგულებას ამ ღირებულებისადმი, ვერც ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება ვერ შეცვლის“, - ნათქვამია განცხადებაში.

უგულავას გათავისუფლებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზეც შეეხნენ.  23 იანვარს თავის გახსნით სიტყვაში ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, რომელიც მეორე ვადით იქნა ამ პოსტზე არჩეული, მიესალმა გიგი უგულავას გათავისუფლებას.

„ჩემი პრეზიდენტად არჩევისთანავე გადავწყვიტე კონკრეტულად ამ საკითხზე მომეხდინა კონცენტრირება... ამ ინიციატივებმა, რომელთა წამოწევაშიც მე მარტო არ ვყოფილვარ, შედეგები გამოიღო. რუსეთსა და საქართველოში, ქალბატონი სავჩენკო და ბატონი უგულავა გაათავისუფლეს, ხოლო აზერბაიჯანში სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების დიდი რაოდენობა გაათავისუფლეს და მე მივესალმე ამ ფაქტს“, – განაცხადა აგრამუნტმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7