Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
PACE–ს კომიტეტმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ ქართველ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა
Civil Georgia, Tbilisi / 26 იან.'17 / 14:28

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა 24 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მხარი არ დაუჭირა საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ სამ კანდიდატს და ამის მიზეზად კვალიფიკაციის ნაკლებობა დაასახელა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა საქართველოდან  სასამართლოში წარდგენილი კანდიდატების სია შეაფასა“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში გიორგი ბადაშვილის, ალექსანდრე ბარამიძის და ევა გოცირიძის შესახებ. 

„ვინაიდან ყველა კანდიდატი არ არის საკმარისად კვალიფიციური, კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას, რომ ასამბლეამ არ დაუჭიროს მხარი ამ სიას და  სთხოვოს საქართველოს მთავრობას, რომ კანდიდატების ახალი სია წარმოადგინოს“, – აცხადებს კომიტეტი.

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა 11–წევრიანმა სახელმწიფო კომისიამ გიორგი ბადაშვილი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეესტრის იურისტია; ალექსანდრე ბარამიძე, 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილე, და ევა გოცირიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი,  47 კანდიდატიდან შეარჩია იმ დანარჩენ ორ კანდიდატთან ერთად, რომლებიც საქართველოს მთავრობას წარედგინა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სამი კანდიდატი შეარჩია ევროპის სასამართლოში წარსადგენად.

მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა 29 სექტემბერს სამ კანდიდატთან გასაუბრებები გამართა და  გადაწყვეტილების „მოგვიანებით“ მიღების გადაწყვეტილება მიიღო.

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ  თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს.  მოსამართლეებს ცხრა წლის ვადით ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმ სამი კანდიდატიდან, რომელთაც თითოეული წევრი სახელმწიფო წარადგენს. ევროპული სასამართლოს ქართველი მოსამართლის, ნონა წოწორიას უფლებამოსილების ვადა 2017 წლის იანვარში იწურება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10