Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
იზორია ფინეთში, შვედეთსა და ესტონეთში სტუმრობის დროს ‘ტოტალური თავდაცვის’ კონცეფციაზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 30 იან.'17 / 16:42

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ფინეთს, შვედეთს და ესტონეთს 23–28 იანვარს ესტუმრა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა და ტოტალურ თავდაცვაში, წვევამდელთა და რეზერვის სისტემაში სამი ქვეყნის გამოცდილება შეისწავლა.

23 იანვარს მინისტრი ლევან იზორია თავის ფინელ კოლეგას, იუსი ნიინისტოს, ასევე თავდაცვის ძალების უფროსს, გენერალ იამო ლინდბერგს და საგარეო საქმეთა მინისტრ ტიმო სოინის შეხვდა.

მოლაპარაკებების დროს იზორიამ და ნიინისტომ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობის ინიციატივის ჯგუფთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„კოლეგებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის ამ ფორმატში საქართველო და ფინეთი სხვა წევრებთან ერთად რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კონსულტაციებსა და სტრატეგიულ დისკუსიებში“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ფინეთიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედეთში გაემგზავრა, სადაც 24 იანვარს თავის შვედ კოლეგას პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა. „მინისტრებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, ტოტალური თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით არსებული ვითარება“, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ.

24 იანვარს გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს სემინარში სახელწოდებით „შვედეთი და საქართველო – თავდაცვის სფეროში თანამშრობლობა არასტაბილურ მსოფლიოში“, სადაც საქართველოსთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტები, მისი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და რეგიონში რუსეთის ნაბიჯების კონტრზომები იქნა განხილული. 

თავის გამოსვლაში პიტერ ჰულტქვისტმა განაცხადა, რომ საქართველოს არის „რუსული აგრესიის მსხვერპლი“ და როგორც ბალტიის ზღვა, ისე შავი ზღვა აგრესიული რუსეთისგან საერთო გამოწვევის წინაშე დგანან. „დღეს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20% ოკუპირებულია. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, განაცხადა ჰულტქვისტმა.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, რომ თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი, გარედან ჩარევის გარეშე. ეს ევროპის უსაფრთხოების სისტემის ქვაკუთხედია და ეს ასევე საერთაშორისო სამართლის ქვაკუთხედია“, – დასძინა მან.

დაახლოებით 120 ექსპერტისა და მედია წარმომადგენლის წინაშე ნატო–საქართველოს ურთიერთობების შესახებ საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „2008 წლის რუსეთის ინტერვენციასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ყირიმის ანექსია მოყვა და აღმოსავლეთ ევროპის დესტაბილიზაციამ შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო გაართულა“.

„უსაფრთხოების გარემოს გაძლიერების კონტექსტში, გვჯერა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნატო უფრო აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის რეგიონში... მოუთმენლად ველით შავი ზღვის აუზში ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერების დასრულებას 2017 წელს და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად, გვსურს უფრო აქტიურად  ჩავერთოთ შავი ზღვის რეგიონში სტაბილური გარემოს მისაღწევად“, – განაცხადა იზორიამ. 

მან ასევე ისაუბრა შვედეთი–საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე და დასძინა, რომ საქართველო იმედოვნებს, რომ გაიზიარებს შვედეთის გამოცდილებას „ეფექტური ტერიტორიული თავდაცვის სისტემის შექმნის პროცესში, რომელიც დაფუძნებული იქნება ტოტალური თავდაცვის მიდგომაზე“.

შვედეთში იზორია ასევე შეხვდა შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მეთაურს, მიქაელ ბიდენს და შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს.

შვედეთიდან, თავდაცვის მინისტრი ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაემგზავრა, სადაც ბალტიის თაცდაცვის კოლეჯს ესტუმრა და იმ ქართველ მსმენელებს შეხვდა, რომლებიც კოლეჯში სამეთაურო-საშტაბო და უმაღლეს სამეთაურო კურსებს ესწრებიან.

ესტონეთში იზორიამ შეხვედრები გამართა თავის ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან, ასევე პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჰანეს ჰანსოსთან და ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ენდრეკ სირელისთან.

„ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მკაფიო პოლიტიკას, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დიპლომატიური გზით მოაგვაროს“, – იტყობინება ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო მარგუს ცაჰკნას სიტყვებზე დაყრდნობით. „ესტონეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია. ასევე ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში“.

ამავე განცხადების თანახმად, ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვითი რეფორმების და ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. „თავდაცვის მინისტრ იზორიას თქმით, საქართველომ ბევრი რამ ისწავლა ესტონეთისგან, ფინეთისგან და შვედეთისგან წვევამდელების სისტემის შესახებ და წლევანდელი გაზაფხულისთვის ქვეყანა ცვლილებებს შეიტანს თავის გაწვევის სისტემაში“, – ნათქვამია განცხადებაში.  

მარგუს ცაჰკნამ ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთი „განაგრძობს ახლო თანამშრომლობას საქართველოსთან თავდაცვის სფეროში, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდება საქართველოს კიბერ თავდაცვის განვითარებაზე“.

„ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ესტონეთთან კიბერუსაფრთხოების სფეროში. განისაზღვრა ახალი მიმართულებები, რომელიც უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს ამ სფეროში ჩვენ თანამშრომლობას. ასევე, გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ განათლების სფეროში არსებულ თანამშრომლობას“, – განაცხადა იზორიამ შეხვედრის შემდეგ. 

ვიზიტების შეჯამებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „აქტიურად განვიხილავთ სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებში თავდაცვის არსებული ფორმატის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობას“. "ეს საკითხიც იქნება შემდგომი განხილვების ერთ-ერთი თემა. ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და ჩვენ მომავალში უფრო მეტ კონკრეტულ წვრთნებს, უფრო კონკრეტულ თანამშრომლობის გეგმებს დავსახავთ ამ ქვეყნებთან“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მისი თქმით, საქართველო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან თავდაცვის რეფორმაზე.  „დაინტერესებული ვართ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის რეალიზებით. ასევე, გვსურს წვევამდელთა სისტემის აღდგენა, მობილიზებისა და რეზერვის სისტემის მომავალი წლიდან ჩამოყალიბება“, – განაცხადა მან.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
55