Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურამ ‘მაღალი სასულიერო იერარქის ’ მკვლელობის მზადების ეჭვით დეკანოზი დააკავა
Civil Georgia, Tbilisi / 13 თებ.'17 / 18:01

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, რომ პროკურატურის თანამშრომლებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს „მაღალი სასულიერო იერარქის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

შოთაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2 თებერვალს დაიწყო „ერთ-ერთი მოქალაქის“ განცხადების საფუძველზე, რომელმაც აცნობა პროკურატურას, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მას სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა უნდა მოეხდინა. შოთაძემ ეჭვმიტანილის სავარაუდო მსხვერპლი არ დაასახელა.

მთავარმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა „შემჭიდროვებულ ვადებში“ ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფული და ასევე ჰპირდებოდა მომავალში „არამართლზომიერ სარგებელს“, რომლის სახეც პროკურორს არ დაუზუსტებია. 

„როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე“, - განაცხადა შოთაძემ.

შოთაძემ ასევე აღნიშნა, რომ მამალაძეს, რომელიც ამავდროულად „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი იყო, „სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან“.  „გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას“, - დასძინა მთავარმა პროკურორმა.

სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან ციანიდი „გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან“.

მამალაძე თბილისის აეროპორტში გერმანიაში გამგაზავრებამდე დააკავეს და შხამიანი ნივთიერება ბარგში აღმოუჩნეს.

პროკურატურის ცნობით, გიორგი მამალაძის ბინის ჩხრეკისას იპოვეს კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი ექვსი ვაზნითურთ.

ჟურნალისტების კითხვაზე დაესახელებინა მამალაძის სავარაუდო მსხვერპლი, შოთაძემ განაცხადა: „ამ ეტაპზე მე არ ვასახელებ იმიტომ, რომ გამოძიება გრძელდება. არსებობს სხვა ვერსიებიც და გრძელდება მუშაობა და მე...მოგიწოდებთ მოთმინებისაკენ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადაწყვიტა სახელმწიფო სპეციალური დაცვის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მივლინება გერმანიაში.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25