Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა
Civil Georgia, Tbilisi / 8 მარ.'17 / 01:40

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 7 მარტს გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2 მარტის განაჩენის აღსრულების დროებით შეჩერება „შემდგომ პროცედურებამდე“ გაახანგრძლივოს.
3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ დროებით შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 -ზე საკუთრების უფლება მის ყოფილ მფლობელს დაუბრუნა. 
სასამართლომ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას თავი შეიკავოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთგვერდიანი წერილი, რომელშიც მოკლედაა აღწერილი პალატის 7 მარტის გადაწყვეტილება, თავის Facebook გვერდზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა. 
„გაცნობებთ, რომ 2017 წლის 7 მარტს, პალატამ რომელიც დაკომპლექტებულია იმ სექციის წევრებით, რომელსაც საქმე გადაეცა, ერთხმად გადაწყვიტა, შემდგომ პროცედურამდე, გააგრძელოს მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებული დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება,“ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს წერილში. 
სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, პალატა შედგება ევროსასამართლოს სექციის პრეზიდენტისგან, ე. წ. „ეროვნული მოსამართლისგან“ (რომელიც იმ სახელმწიფოდან არის არჩეული, რომლის წინააღმდეგაცაა წარდგენილი საჩივარი) და ხუთი მოსამართლისგან, რომელებსაც როტაციის წესით სექციის პრეზიდენტი ნიშნავს.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25