Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 22 მარ.'17 / 13:21


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერთან მოსკოვში, 21 მარტი, 2017. ფოტო: Kremlin

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში 21 მარტს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. როგორც კრემლი იტყობინება, მხარეებმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და სეპარატისტულ რეგიონში „უსაფრთხოების, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები“ განიხილეს.

„რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა ნამდვილი სამეკავშირეო ურთიერთობები ჩამოაყალიბეს“, - განუცხადა პუტინმა თიბილოვს შეხვედრამდე. „ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენი საბაზისო შეთანხმების საფუძველზე ვავითარებთ; ასევე ხელმოწერილია დოკუმენტები დარგობრივი მიმართულებებით - საერთო ჯამში, ყველაფერი ხორციელდება“.

„რა თქმა უნდა, ასეთ დიდ სამუშაოში ყოველთვის არის საკითხები, რომლებიც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მთლიანობაში, კმაყოფილები ვართ იმით, რომ სიტუაცია თქვენს ქვეყანაში სტაბილური ხდება, შეიძლება ითქვას, რომ უკვე სტაბილურია“, - განაცხადა მან.

„წარმატებას გისურვებთ. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში გაიმართება, სამხრეთ ოსეთის კანონების დაცვით და საბოლოო ჯამში ახალ ხელსაყრელ პირობებს შექმნის განვითარებისთვის“, - განაცხადა პუტინმა.

თიბილოვმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ქვეყნის მიერ სამხრეთ ოსეთისთვის გაწერული „სრულმასშტაბიანი დახმარებისთვის“, რამაც, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის თქმით, რეგიონის მდგომარეობა „უკეთესობისკენ“ შეცვალა.

„დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ასობით [კვადრატულ] მეტრ აშენებულ შენობებზე, ახალ გზებზე, რომლებიც რესპუბლიკაში გაჩნდა, სოციალური დანიშნულების ობიექტებზე - ეს ყველაფერი იგრძნობა. რა თქმა უნდა, ეს დიდი რუსეთის დამსახურებაა“, - მიმართა თიბილოვმა პუტინს.

„ბატონო პრეზიდენტო, მინდა პირადად თქვენ მიმართ გამოვხატო მადლიერება იმ ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოხატეთ ამ წლების მანძილზე. დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მთელი დახმარება სამხრეთ ოსეთში მოდიოდა და ეს დახმარება ყოველთვის პოულობდა თავის ადრესატს. ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის პრიორიტეტულად მიმაჩნდა ჩემს მუშაობაში“, - განაცხადა თიბილოვმა.

თიბილოვთან შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა მოიწონა შეთანხმება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ“, რომელიც სეპარატისტული რეგიონის სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლას უზრუნველყოფს.

შეხვედრა სეპარატისტულ რეგიონში არსებული დაპირისპირების ფონზე გაიმართა, რასაც წინ უძღოდა რეგიონის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაერეგისტრირებინა, რასაც ცხინვალში აქციების სერია მოჰყვა.

სეპარატისტულ რეგიონში 9 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად დაგეგმილია ასევე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით, რომ მას ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7