Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შინაგან საქმეთა მინისტრი უვიზო რეჟიმის დარღვევის პრევენციულ ზომებზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 28 მარ.'17 / 14:32

27 მარტს სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ქართველი მესაზღვრეები „დეტალურად“ გაესაუბრებიან იმ მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ქვეყნებში მიემგზავრებიან, რათა თავიდან იქნას აცილებული ე.წ. „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედება, რომელიც დროებით შეაჩერებს უვიზო რეჟიმს იმ შემთხვევაში, თუ ქართველები სისტემის ბოროტად გამოყენებას შეეცდებიან.
მღებრიშვილმა განმარტა, რომ მესაზღვრეები მოქალაქეებს კონსულტაციას გაუწევენ უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმებენ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობას შენგენის მოთხოვნებთან.
„იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შემოწმებისას და გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთისთვის საჭირო სტანდარტებს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული პირს, მაღალი ალბათობით, არ შეუშვებენ ევროკავშირში, მესაზღვრე-კონტროლიორი ამის თაობაზე მას წინასწარ გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.     
შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სპეციალური პროგრამა შემუშავდა იმისათვის, რომ „საქართველოს ყოველი მოქალაქე, რომელიც უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ პირობებს დაარღვევს, სწრაფად და ეფექტურად გამოვავლინოთ და ჩვენს ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია პროაქტიულად მივაწოდოთ“.
მღებრიშვილის თქმით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველომ რეადმისიის 7 300 განაცხადი მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, საიდანაც 95% დაკმაყოფილდა. 
„ეს მოწმობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ორმხრივი ხელშეკრულებების, ასევე, პოლიციის ატაშეების დონეზე“.
ბრიფინგზე მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ევროპოლი 4 აპრილს თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო გახდება „ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“.
ცხრათვიან შეჩერების მექანიზმს, მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით, ევროკავშირი „შესაბამისი და ობიექტური მონაცემების“ საფუძველზე იმ შემთხვევაში აამოქმედებს, თუ მესამე ქვეყნებიდან გაიზრდება არალეგალების რაოდენობა, თავშესაფრის თაობაზე დაუსაბუთებელი განაცხადები, ქვეყანა არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას ან ეს მოქალაქეები პრობლემებს შეუქმნიან შიდა უსაფრთხოებას.
შეჩერების მექანიზმი ვიზალიბერალიზაციის რეგულაციასთან ერთად მიიღეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17