Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმმა ეთნიკური ქართველებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა დაიწყო
Civil Georgia, Tbilisi / 25 აპრ.'17 / 16:59


აფხაზური ბინადრობის ნებართვის დოკუმენტი. ფოტო: km-ra.org

გალის რაიონის მცხოვრებლების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული ოთხწლიანი გაურკვევლობის შემდეგ, სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ რეგიონის ეთნიკური ქართველი მოსახლეობისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა დაიწყო.

ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბინადრობის ნებართვები ხუთწლიანი ვადით გაიცემა და განკუთვნილია „უცხოელი მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის“. 21 აპრილს, სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ბინადრობის ნებართვების მქონე იმ პირებს, რომლებიც აფხაზეთის ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტხანს ცხოვრობენ, საბუთები ჩამოერთმევათ.

დოკუმენტი მფლობელს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, რეგიონში ცხოვრების და დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გადაკვეთის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, ამგვარი დოკუმენტი მის მფლობელს სრულ პოლიტიკურ უფლებებს არ ანიჭებს.

გაზეთ „ნუჟნაიას“ ინფორმაციით, ბინადრობის ნებართვა მფლობელს საშუალებას აძლევს აფხაზეთში არსებული საკუთარი ქონება გაყიდოს ან ანდერძით გადასცეს, თუმცა ეს უფლება არ ვრცელდება ქონების შესყიდვაზე. სოხუმის ხელისუფლება ბინადრობის ნებართვებით რუსეთის ფედერაციაში შესვლის და გამოსვლის უფლების მოპოვების მიზნით მოსკოვთან კონსულტაციების დაწყებასაც გეგმავს.

დოკუმენტი გალის რაიონის ეთნიკური ქართველი მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ეთნიკური ნიშნით გამოძევების რამდენიმე ტალღას გადაურჩნენ. თუმცა, იმ ეთნიკური ქართველების რაოდენობა, რომლებიც ბინადრობის ნებართვებს მიღებას შეძლებენ, შეზღუდული იქნება.

სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნებართვების მიღების მსურველებს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ, რომლითაც დადასტურდება, რომ 1999 წლიდან სულ ცოტა 10 წლის განმავლობაში ისინი აფხაზეთში ცხოვრობდნენ.

მოქალაქეობის შესახებ სეპარატისტული რეგიონის კანონის თანახმად, აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის მფლობელი შესაძლოა იყოს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, ასევე პირი, რომელიც არ არის ეთნიკური აფხაზი, მაგრამ აფხაზეთში 1994 წლიდან 1999 წლამდე ცხოვრობდა და არ არის სხვა რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა რუსეთის ფედერაციისა.

ეს ორი დებულება არ ვრცელდება გალის რაიონში ომამდე მცხორებ 80 000-მდე მოსახლეობის ნახევარსა და აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებ 200 000-მდე ეთნიკურ ქართველზე, რომლებმაც 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დატოვეს სეპარატისტული რეგიონი.

სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ, რომელიც პასპორტიზაციის პროცესს კურირებს, 21 აპრილს გამართულ საჯარო შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ის ეთნიკური ქართველები, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეობის აღებას შეეცდებიან (ბინადრობის ნებართვის ნაცვლად) და იმავდროულად, საქართველოს მოქალაქეობას შეინარჩუნებენ „სამუდამოდ დაკარგავენ აფხაზეთს“.

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ რეგიონის ეთნიკური ქართველი მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა 2013 წელს შეაჩერა იმის მიზეზით, რომ ამ პროცესს, როგორც აფხაზეთის ზოგიერთი თანამდებობის პირი აცხადებდა, შესაძლოა „აფხაზეთის გაქართველება“ მოჰყოლოდა. 2014 წელს, 24 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ამომრჩეველთა სიებიდან გალის რაიონის თითქმის 23 000 მკვიდრი ამოიღეს.

შედეგად, 2017 წლის 12 მარტს სეპარატისტულ რეგიონში გამართული საპარლამენტო არჩევნებისთვის გალის რაიონში მხოლოდ 603 ამომრჩეველი დარეგისტრირდა. აფხაზეთის ხელისუფლებამ გალში ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებიც ვერ ჩაატარა, რომელიც დანარჩენ აფხაზეთში 2016 წელს გაიმართა. სეპარატისტული რეგიონის წინა მოწვევის პარლამენტს სპეციალური გადაწყვეტილების მიღება მოუწია, რომლითაც გალის რაიონის 2011 წლის თებერვალში არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივდა.

სეპარატისტულ აფხაზეთში 2011 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, აფხაზეთში 46 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რომელიც სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით 19%-სშეადგენს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
54