Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარებას კიდევ ორი პარტია ითხოვს
Civil Georgia, Tbilisi / 8 მაი.'17 / 17:03

ორი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია - რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ინიციატივას შეუერთდნენ, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების და ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს.

„მუშაობის პროცესში, ქართულმა ოცნებამ სრულად უგულვებელჰყო კომისიაში შემავალი სხვა პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის განსხვავებული პოზიციები ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ისეთ უმთავრეს საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, ასევე ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილებები; და საბოლოოდ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის დამოკრატიული განვითარების საზიანოდ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების შენარჩუნების ვიწროპარტიულ ინტერესს ემსახურება“, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ 8 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატები შეუერთდებიან ევროპული საქართველოს კამპანიას, რათა „ქვეყნის კონსტიტუციაში არსებითი ხასიათის ცვლილებები არ განხორციელდეს მხოლოდ ერთი, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ვიწროპარტიული ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსისა და შეთანხმების შედეგს“.

„მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს კონსტიტუცია ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ჰარმონიულ რეგულირებას, ქვეყნის თითოეული მოქალაქისა თუ ქვეყანაში მყოფი თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტურ დაცვას“, - განაცხადა შავგულიძემ.

რესპუბლიკურმა პარტიამ ამ საკითხზე განცხადება 8 მაისს გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ცვლილებები პრეზიდენტის არჩევის წესში „არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ ხედვას“ და რომ „საკონსტიტუციო ცვლილებების მსგავსი მასშტაბური ცვლილება არ უნდა ხდებოდეს არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე“.

„საქართველოს კონსტიტუცია ადეკვატურად უნდა ასახავდეს საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტებს, ასევე, არ უნდა იყოს დროებითი, ერთჯერადი გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტი“, - ნათქვამია განცხადებაში. „შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პოლიტიკური პარტია მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს ინიციატივას დაინიშნოს პლებისციტი“.

„მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეებს გამოხატონ თავიანთი ნება პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც შექმნის რეალურ პირობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს პლებისციტი და ამ გზით, მისცეს შესაძლებლობა თითოეულ ადამიანს გამოხატოს საკუთარი ხედვა საქართველოს პრეზიდენტი აირჩეს ხალხის მიერ, პირდაპირი კენჭისყრის გზით (დღეს არსებული წესით), თუ იმ პარტიების მიერ, რომლებმაც გადალახეს ბარიერი (აღებული ხმების პროპორციულად)“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტია.

„პლებისციტის დანიშვნა და მოქალაქეების ნების გამოხატვა არის შანსი დავასრულოთ დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა, რომლის თანახმად კონსტიტუციის ყოველი ცვლილება მორგებული იყო მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს და შევქნათ დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური საფუძვლები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9