Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვი თბილისს აკრიტიკებს ლუჟკოვისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის გეგმების გამო
Civil Georgia, Tbilisi / 16 მაი.'17 / 14:39

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლება იმ განზრახვის გამო გააკრიტიკა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წარსულში განხორციელებული ვიზიტების გამო არასასურველ პირთა სიაში შეიყვანოს.

ლუჟკოვი საქართველოს მაისის დასაწყისში იმყოფებოდა, რამაც ქვეყანაში კრიტიკა გამოიწვია, ვინაიდან წარსულში ლუჟკოვმა არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო შესვლას კრძალავს. ვიზიტის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ლუჟკოვს სპეციალურ სიაში შეიყვანენ, რის შედეგადაც მას საქართველოში ხელახლა შემოსვლა აეკრძალება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ 15 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რაც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს“. „რთულია ამგვარი ქმედების რაციონალურად ახსნა, ვინაიდან რუსეთ-საქართველოს ნორმალიზების პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოაქვს“, - განაცხადა სამინისტრომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „იძულებულია“ ურჩიოს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის რისკები ზედმიწევნით აწონ-დაწონონ და აღნიშნა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც საქართველომ გაწყვიტა“, რუსეთის ინტერესთა სექციას შვეიცარიის საელჩოში თბილისში „ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, რათა თანამოქალაქეები ხელისუფლების თვითნებობისგან დაიცვას“.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ვერ გაბედა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება ლუჟკოვის წინააღმდეგ და მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა „ვერდიქტი“, რაც მან „სტუმართმოყვარე საქართველო“ დატოვა“. სამინისტრომ ასევე დასძინა, რომ „ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იყო სხვა შემთხვევებიც - რუსეთის მოქალაქეები ანალოგიურ შემთხვევებში არაერთხელ დააჯარიმეს და დააპატიმრეს კიდეც. შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული კანონი ითვალისწინებს ჯარიმას 3 000 აშშ დოლარამდე, ან პატიმრობას 4 წლამდე ვადით“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16