Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კონსტიტუციის შესახებ საყოველთაო სახალხო განხილვები გაგრძელდება
Civil Georgia, Tbilisi / 17 მაი.'17 / 15:52

თბილისის განხილვის ჩაშლიდან მეორე დღეს, 16 მაისს პრესკონფერენციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საყოველთაო სახალხო განხილვები მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

კობახიძემ განმარტა, რომ საყოველთაო სახალხო განხილვები ქვეყნის მასშტაბით კიდევ 10 დამატებით ქალაქში (ზესტაფონი, სამტრედია, სიღნაღი, ხულო, მარნეული, ახალქალაქი, ოზურგეთი, ფოთი, ყაზბეგი და მესტია), ასევე თბილისის ათ რაიონში გაიმართება. შეხვედრები ასევე გაიმართება სხვასხვა ინტერესთა ჯგუფებთან, მათ შორის აკადემიური წრეების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციის პროექტზე შეხვედრა 22-23 მაისს ბერლინში გაიმართება ვენეციის კომისიის ექსპერტების, სხვა უცხოელი და ქართველი ექსპერტების, ასევე პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.

„ჩვენ გვქონდა უკვე განხილვა ათ რეგიონში. თბილისში, სამწუხაროდ, არ შედგა სრულფასოვნად ეს განხილვა, მოვისმინეთ მოსაზრებები და საბოლოო ჯამში ამ მოსაზრებების გათვალისწინებით გაგრძელდება საპარლამენტო განხილვა“, - განაცხადა კობახიძემ. 

„გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რომელთა მიმართაც აქვთ განსაკუთრებული მგძნობიარე დამოკიდებულება. ჩვენ ბუნებრივია ჯერ-ჯერობით განცხადებებს არ ვაკეთებთ იმის თაობაზე, თუ რომელი ნორმა როგორ შეიძლება შეიცვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ განხილვა გრძელდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საყოველთაო სახალხო განხილვები, რაც საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, უკვე გაიმართა 10 ქალაქში ქვეყნის მასშტაბით (ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა და რუსთავი). პროცესის დასრულების შემდეგ კონსტიტუციის პროექტს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა, სახალხო დისკუსიებს ბათუმში, ზუგდიდსა და გორში შეურთდა, შესაბამისად, 8, 9 და 11 მაისს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40