Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ ცხინვალზე გაკეთებული განცხადების გამო ელჩი დაიბარა
Civil Georgia, Tbilisi / 17 მაი.'17 / 20:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 მაისს ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარა, რათა პროტესტი გამოეთქვა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის მიერ წინა დღეს ცხინვალში გაკეთებული განცხადების გამო.

ჰერბერტ ზალბერი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეა ევროკავშირის მხრიდან, ცხინვალს გაეროდან და ეუთოდან დანარჩენ ორ თანათავმჯდომარესთან ერთად სტუმრობდა, 20-21 ივნისს დაგეგმილი დისკუსიების მოსამზადებლად.

16 მაისს სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ზალბერმა რეგიონის ახალ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს 9 აპრილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„პირველ რიგში, ნება მომეცით, ცოტა ხნის წინ გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოგილოცოთ და ასევე მოგილოცოთ ამ თანამდებობის, ამ მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავება“, - მიმართა ზალბერმა ბიბილოვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა საპასუხოდ, რომ „ის, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და გაუგებარია“.

„ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას მოჰყვება სათანადო რეაქცია ბრიუსელის მხრიდან“, - განაცხადა დონდუამ ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, ჰერმანმა განაცხადა, რომ მას უნდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადოს, რომ ევროკავშირი „არ აღიარებს იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებში ეს ე.წ. არჩევნები გაიმართა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში“. ჰერმანმა განაცხადა, რომ თუ ასეთი ჩარჩო არ არის აღიარებული, „ლოგიკურია იმის დამატებაც, რომ ამიტომ არც მის შედეგებს ვაღიარებთ“. მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა, რასაც ევროკავშირი „მტკიცედ უჭერს მხარს“.

დონდუამ დაადასტურა, რომ ელჩთან შეხვედრაზე „კიდევ ერთხელ გაჟღერდა ევროკავშირის ურყევი პოზიცია და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისადმი და მხარდაჭერა იმ სამშვიდობო პოლიტიკისადმი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს“. მისი თქმით, „როდესაც ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ე.წ. არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი - ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა და დაგმო რუსეთის ფედერაციის ეს პროვოკაციული ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე“.

განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ

ცხინვალში ზალბერმა ასევე ისაუბრა ჟენევის დისკუსიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე მუშაობის შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ „ძალის გამოუყენებლობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოებისთვის“. ზალბერმა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანია ამ საკითხზე იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის მიღება, მაგრამ მან იმედი გამოთქვა, რომ პირველ ეტაპზე „მოკლე ტექსტი“ იქნება მიღებული, რომელიც „შემდეგ სამუშაოს“ იმპულსს მისცემს.

ამ საკითხზე კომენტარი დონდუამაც გააკეთა. იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ჟენევაში 2012 წლის შემდეგ ერთობლივი განცხადების ტექსტზე „დიდი მუშაობა არის გაწეული“.

„ბოლო პერიოდში მოხერხდა ერთგვარი დაახლოება პოზიციების, მაგრამ ჯერ კიდევ არის ფუნდამენტური განსხვავებები მონაწილეების მიდგომებში, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვილაპარაკოთ რაიმე მნიშვნელოვან პროგრესზე“, - განაცხადა დონდუამ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40