Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართველი პოლიტიკოსები ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ცხინვალში გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებენ
Civil Georgia, Tbilisi / 18 მაი.'17 / 14:03

ქართველმა პოლიტიკოსებმა მწვავედ გააკრიტიკეს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც ცხინვალის ახალ ლიდერს ანატოლი ბიბილოვს 9 აპრილს სეპარატისტულ რეგიონში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

დეპუტატმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ზალბერის განცხადება „არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია, არამედ საკითხის მიმართ მის უცოდინარობას ავლენს“. მისი თქმით, საქართველომ ის პერსონა ნონ გრატად უნდა გამოაცხადოს.

საქართველოს კიდევ ერთმა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ ზალბერის განცხადებას „უკიდურესად უმეცარი, საზიანო და უადგილო“ უწოდა.

მისი თქმით, მან ეს განცხადება გააკეთა „იმ რეგიონში ყოფნისას, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ოკუპირებულია. ერთი ფრაზით ამ ადმაიანმა გერმანიისა და ბრიუსელის პოზიციების დამახინჯება მოახერხა, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს შეეხება. ასევე, ზიანი მიაყენა იმ პოზიციას, რომელსაც ჟენევის თანათავმჯდომარეები უნდა იკავებდნენ ამ მოლაპარაკებებზე“.

ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალში ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის შესახებ საუბრისას ზალბერმა ისე წარმოაჩინა თავი, თითქოს ის მხარე იყო და არა თანათავმჯდომარე. ვაშაძემ განაცხადა, რომ „ბრიუსელმა უნდა გააკეთოს აუცილებლად მკაცრი განცხადება ამ თემაზე და თვითონ ბატონ ზალბერს უნდა მოვთხოვოთ თავისივე ფრაზის დეზავიურება“.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე გამოაქვეყნა ცალკე განცხადება, სადაც ზალბერის განცხადების თაობაზე „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავს და აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იგი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანო განცხადებას აკეთებს.

ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან ზალბერის განცხადებები უხეშად ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და „რადიკალურად განსხვავდება ევროკავშირის ოფიციალური პოზიციისაგან“, მის მიერ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის რანგში საქმიანობის გაგრძელება, „პირდაპირ ზიანს აყენებს როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებს“. ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყონებლივ მოითხოვოს ზალბერის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და აღკვეთოს მისთვის მანდატის გაგრძელება“.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ ზალბერის განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს

„არანაირი "არჩევნები" ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ტარდება, რადგან იქ ეთნიკური წმენდა განხორციელდა და ათასობით ადგილობრივი მოსახლე ძალისმიერად იქნა გამოდევნილი“, - ნათქვამია ევროპული საქართველოს განცხადებაში.

პარტიამ ასევე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ზალბერის განცხადება ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, თუმცა მიუხედავად ამისა, „ასეთი განცხადებები უმწვავესი დიპლომატიური, მათ შორის, საკადრო რეაგირების გარეშე არ უნდა რჩებოდეს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41