Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველომ სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი წარადგინა
Civil Georgia, Tbilisi / 19 მაი.'17 / 18:27

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც კვიპროსს სტუმრობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 127-ე სესიაზე დასასწრებად, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატანი-დრაგონის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი გადასცა. 

კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას განსაზღვრავს და მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს, რომელთა შორისაა ოჯახური ძალადობაც, ევროპის საბჭოს მინისტრმა კომიტეტმა 2011 წლის 7 აპრილს მიიღო. საქართველო ევროპის საბჭოს 23-ე ქვეყანაა, რომელმაც კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. ქვეყანა სტამბოლის კონვენციას 2014 წელს შეუერთდა, ხოლო მისი რატიფიკაცია 2017 წლის მაისში მოახდინა.

„საქართველოს მხრიდან აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანა ევროპის საბჭოს იმ ღირებულებების დაცვას, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში.  

კონვენციის მხარეები ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულთა დაცვის ვალდებულებას იღებენ. სხვა გზებთან ერთად, ამისათვის შესაძლებელია დაუყოვნებლივი საფრთხის შემთხვევაში პოლიციისათვის დამნაშავის თავის სახლიდან გაყვანის უფლებამოსილების მინიჭება, ადვილად ხელმისაწვდომი თავშესაფრებისა და კრიზისის რეფერალური ცენტრების შესაბამისი რაოდენობით მოწყობა და 24/7 საგანგებო ცხელი ხაზების უზრუნველყოფა.

კონვენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულებაა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) შექმნა, რომელიც პასუხისმგებელია მხარეთა მიერ კონვენციის განხორციელების მონიტორინგზე. GREVIO თავის პირველ დასკვნას მიმდინარე წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. ვინაიდან საქართველომ მხოლოდ ახლახან მოახდინა კონვენციის რატიფიცირება, ანგარიში საქართველოს შესახებ მოგვიანებით მომზადდება.

კვიპროსში ვიზიტის ფარგლებში, 18 მაისს მიხეილ ჯანელიძე თავის კვიპროსელ კოლეგას იოანის კასულიდის შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში სიტყვით გამოვა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ  ვითარებაზე ისაუბრებს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
58