Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
Civil Georgia, Tbilisi / 24 მაი.'17 / 13:35

შეთანხმებას რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის თაობაზე, რომლის მიზანიცაა რუსული და აფხაზური სტრუქტურების კოორდინაცია „ორგანიზებულ დანაშაულთან და სხვა სახიფათო დანაშაულებთან“ ბრძოლის საქმეში, სეპარატისტულ აფხაზეთში უთანხმოება მოყვა; ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა და ორგანიზაციებმა წინააღმდეგობა გამოხატეს დაგეგმილი ცენტრის მიმართ.

საზოგადობრივი კრიტიკის საპასუხოდ, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა 22 მაისს ცენტრის მხარდამჭერი განცხადება მიიღო, რომლის თანახმადაც შეთანხმება ცენტრის შესახებ შეესაბამება როგორც აფხაზეთის კონსტიტუციას, ისე „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულებას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ცენტრს მხოლოდ 20 თანამშრომელი ეყოლება,  ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს რუსეთის და სოხუმის მიერ როტაციის პრინციპით დანიშნული ოფიცრები დაიკავებენ და ამას გარდა, ცენტრს არ ექნება უფლებამოსილება, რომ „ოპერატიული-საგამოძიებო საქმიანობა“ განახორციელოს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მცდარია ის ვარაუდები, რომ შეთანხმებაში შესაძლია სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის დამტკიცების გარეშე შევიდეს ცვლილებები. „ნებისმიერ ასეთ ცვლილებას პარლამენტის მიერ რატიფიკაცია დასჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა არ დააკმაყოფილა მოწოდებები, რომ ცენტრი პარლამენტის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული; მისი თქმით, შეთანხმების თანახმად, ცენტრი რუსეთის და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

მან ასევე უარყო კრიტიკა ცენტრის რუსი თანამშრომლების, მათი ოჯახების და ქონების იმუნიტეტთან დაკავშირებით, რასაც შეთანხმება ითვალისწინებს, და განაცხადა, რომ ეს საკითხები „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის“ შესაბამისად გადაწყდა. სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა დასძინა, რომ წინა წლების მანძილზე რუსეთთან მიღწეული სხვა შეთანხმებების შედეგად, „იმუნიტეტით და პრივილეგიებით რამდენიმე ათასი უცხოელი მოქალაქე სარგებლობს“.

იმავდროულად, სეპარატისტული აფხაზეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის წევრმა რაულ ლოლუამ, რომელიც იმ 15 დეპუტატს შორის იყო (აფხაზეთის პარლამენტში სულ 35 წევრია), რომლებიც შეთანხმების ხელმოწერის გადადებას ითხოვენ, პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ 20-კაციანი შტატი არ იქნება საკმარისი ცენტრის მიერ დასახული საქმიანობების განსახორციელებლად და დასძინა, რომ ეს ან იმას ნიშნავს, რომ ცენტრის შესახებ სრული ინფორმაცია არ არის გასაჯაროვებული, ან შეთანხმების ავტორები არაკომპეტენტურები არიან.

ლოლუამ ასევე განაცხადა, რომ იმ ტიპის იმუნიტეტით, რომელიც ცენტრისა და მისი რუსი თანამშრომლებისთვისაა გათვალიწინებული, „არც [აფხაზეთის] პრეზიდენტი და არც პარლამენტის წევრი სარგებლობს“.       

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34