Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
Civil Georgia, Tbilisi / 25 მაი.'17 / 18:58

თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 მაისს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თურქეთის მოქალაქეს  მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც თბილისში დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ერთ-ერთი მმართველია, სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს ინფორმაციით, წარდგენილი ბრალის თანახმად, მუსტაფა  ემრე ჩაბუქს, რომელიც თურქეთის მიერ იძებნება,  თურქული კანონმდებლობით ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა იგი 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას თურქული მხარე ბრალად სდებს ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული ე.წ. ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-სთან კავშირს, რასაც ბრალდებული უარყოფს. 

სოსო ბარათაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და ასევე მიმართავს სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ამ საკითხზე დღეს კომენტარი განათლების და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც გააკეთა. მისი თქმით, კოლეჯის მმართველის დაკავებით სასწავლო პროცესს პრობლემა არ შეექმნება.

„არ მგონია, ამ ადამიანის დაკავებამ სკოლას პრობლემა შეუქმნას... თურქული მხარე გამოხატავს თავის წუხილს, მათი კვალიფიკაციით ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო კავშირების შესახებ საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენ თავიდანვე დავარწმუნეთ ჩვენი კოლეგები, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში, რომ ჩვენს მოსწავლეებს ნებისმიერ სკოლაში არაფერი დაემუქროთ, მათ შორის არანაირი  იდეოლოგიური ზეწოლა მათზე არ იყოს“, - განუცხადა განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს 25 მაისს.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი თბილისში  1993 წლიდან ფუნქციონირებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28