Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპულმა საქართველომ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გამართა
Civil Georgia, Tbilisi / 27 მაი.'17 / 19:46

პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ 27 მაისს სპორტის სასახლეში დამფუძნებელი ყრილობა გამართა, სადაც გენერალურ მდივნად გიგი უგულავა აირჩიეს. 

ყრილობის 500-მდე დელეგატმა პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე, ხოლო პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელად გიგა ბოკერია აირჩია.

„ვხედავ და ვგრძნობ, იწყება ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, იწყება ახალი შრომა, იწყება ახალი ბრძოლა და პირობას გაძლევთ ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ბოლომდე ვიდგები და ბოლომდე დავიხარჯები. დღეს ჩვენი ერთად დგომა არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ისევ იბადება და ძლიერდება ენერგიული, კომპეტენტური ძალა. ძალა, რომელსაც აქვს ზუსტი ხედვა რა სჭირდება ჩვენ ქვეყანას განვითარებისთვის და წინსვლისთვის. ეს ძალა თქვენ ხართ - მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო", - განაცხადა გიგი უგულავამ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პარტიაში გაწევრიანებული პირები იყვნენ და რჩებიან 2003 წელს საქართველოში „ვარდების რევოლუციის ღირებულებების და პრინციპების ერთგული“.

პარტიის გენერალურმა მდივანმა მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების გზით შეცვლიან მთავრობას.

„პირველ ნაბიჯად ამ შემოდგომაზევე დავასრულებთ ოცნების ერთპარტიულ მონოპოლიას საქართველოში და შემდგომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მშვიდობიანად გავისტუმრებთ მმართველობიდან საქართველოს მთავარ მუხრუჭს, ივანიშვილის მთავრობას. მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა. ეს გარდაუვალია", - განაცხადა უგულავამ.

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია: „თქვენ ხართ ის გუნდი, ვისი იმედიც შეუძლია ჰქონდეს საქართველოს. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც არასოდეს არ დათმობს ჩვენს არჩევანს, რომ ვიყოთ თავისუფალ ერთა ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რომელიც არასოდეს არ დათმობს ჩვენ ევროპულ არჩევანს - ევროპულ საქართველოს, თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც არასოდეს შეეგუება, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, დღევანდელი რუსეთის ჭაობში". 

გიგა ბოკერიამ მომავალ გეგმებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ „დემოკრატიული გზით“ შეცვლიან ხელისუფლებას.

„ყველაზე კარგი მთავრობაც კი საშიშია თუ ის ხალხს და კონსტიტუციას არ ემორჩილება“, - განაცხადა ბოკერიამ.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სჭირდება ის ახალი ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება გამთლიანებაზე და არა გაყოფაზე. შერიგებაზე და არა მტრობაზე, შენებაზე და არა ნგრევაზე. ხალხის კეთილდღეობაზე და არა ერთმანეთთან ქიშპობაზე, სწორედ ეს იქნება ჩვენი პარტიის მთავარი მამოძრავებელი ღერძი - გამთლიანება, შერიგება, შენება და ხალხის კეთილდღეობა“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

ყრილობაზე პარტიის წევრებმა თბილისი მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დაასახელეს.

„დღეს მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვიბრძოლო ქალაქის მერობისთვის ... ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქალაქის მერი ემსახურებოდეს მოსახლეობას, ანგარიშვალდებული იყოს მოსახლეობის და არა ერთი ჯგუფის, პარტიის ან თუნდაც ერთი ადამიანის წინაშე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღესვე ყრილობაზე 90 წევრისგან შემდგარი პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც დაასახელეს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 2017 წლის იანვარში გამოეყო, ხოლო მაისის ბოლოს პარტიამ დამფუძნებელი ყრილობა დააანონსა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28