Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ მის გატაცებაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობდა
Civil Georgia, Tbilisi / 31 მაი.'17 / 10:30

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და ერთი დღის შემდეგ ბაქოს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში აღმოჩნდა, აცხადებს, რომ ის თბილისში თავისი სახლის მახლობლად ძალით ჩასვეს მანქანაში უცნობმა პირებმა, რომლებიც, როგორც ის მიიჩნევს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, განუცხადა მუხთარლის ადვოკატმა, ელჩინ სადიგოვმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან გამოცემას „ეხო კავკაზას“.

სადიგოვმა ასევე განაცხადა, რომ მუხთარლის ხელები შეუკრეს და სცემეს, რის შემდეგაც ძალით ჩასვეს ოპელის მარკის ავტომანქანაში. „მას ცხვირზე და შუბლზე ცემის კვალი აღენიშნება, თვალების ქვეშ კი სისხლჩაქცევები. იგი ეჭვობს, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, რადგანაც გულმკერდის არეში ძლიერ ტკივილს გრძნობს“, - განაცხადა მან.

„როდესაც ის მანქანაში ჩასვეს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. მან უთხრა, რომ გულის პრობლემები აქვს და ვერ სუნთქავდა, რის შემდეგაც თავზე მაისური ჩამოაცვეს და სკოჩით შეუკრეს“, - განაცხადა სადიგოვმა.

„მათ ორი საათის განმავლობაში იარეს, რის შემდეგაც მანქანა რაღაც ადგილას გაჩერდა და აფგანი სხვა მანქანაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მანქანები კიდევ ერთხელ გამოცვალეს და მხოლოდ მესამე მანქანაში მათ უკვე აზერბაიჯანულად ისაუბრეს“, - განაცხადა სადიგოვმა.

სადიგოვმა აღნიშნა, რომ როდესაც მუხთარლის თავიდან მაისური მოაშორეს, ის უკვე აზერბაიჯანთან საზღვარზე იმყოფებოდა. „შემდეგ მას ჯიბეში 10 000 ევრო ჩაუდეს: აფგანი ამბობს, რომ მას ამდენი ფული არასდროს ჰქონია“, - განაცხადა სადიგოვმა.

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ საზღვარზე ვიდეოკამერების შემოწმებას მოითხოვს. მან ასევე აღნიშნა, რომ მუხთარლის აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის დარღვევასა და კონტრაბანდაში ადანაშაულებს და დასძინა, რომ სასამართლო მოსმენა 31 მაისს გაიმართება. 

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა 30 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში განაცხადა, რომ აზერბაჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი აზერბაიჯანში „წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის რიკის ქვეშ იმყოფება“.

საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30