Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არასამთავრობოები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაცვის მიზნით ხელისუფლებას მიმართავენ
Civil Georgia, Tbilisi / 1 ივნ.'17 / 11:17

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან და თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებასთან დაკავშირებით „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავს და განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ორივე პირთან მიმართებაში პუნქტობრივად ჩამოთვლილი მოთხოვნები გააცნეს საზოგადოებას, რომლის ადრესატები საქართველოს მთავრობა, პროკურატურა და პარლამენტია.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელის თამთა მიქელაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს ორი გადაწყვეტილება „არსებითად აზიანებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს“.

„ეს არის ზღვარი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ან გადალახავს, ან არ გადალახავს. ეს იქნება საზომი საქართველოში გვაქვს დემოკრატიული მმართველობა თუ არა“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე.

„ცხადია ძალიან უსიამოვნო ფაქტის წინაშე დავდექით დღეს ჩვენ, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოქმედებს საერთაშორისო პრინციპების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და იგი არ იცავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იდევნებიან თავიანთ ქვეყნებში“, - განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მიმართავენ უზრუნველყოს საქართველოში მყოფი მეზობელი ქვეყნებიდან დევნილი აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სხვა პირების საქართველოში ლეგალური ცხოვრების, თავისუფალი გადაადგილებისა და ხელშეუხებლობის თავისუფლება.

საქართველოს პროკურატურისგან კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

„ამ კუთხით არსებითია დეტალურად იქნას შესწავლილი საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლობის შესაძლო მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის საკითხი“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტსაც მიმართავენ, რათა მოხდეს „სისტემურ პრობლემებზე მთავრობის, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების საქმიანობაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და შესაბამისი ზომების მიღება“.

თურქეთის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქთან მიმართებაში, რომელიც თბილისში კერძო კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი იყო და ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული ე.წ. ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-სთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით, 24 მაისს, თურქეთის ხელისუფლების თხოვნით დააკავეს, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ დაკავებული თურქულ მხარეს არ გადაეცეს, ხოლო მის ოჯახს და თანამოაზრეებს პოლიტიკური თავშესაფარი მისცენ.

საქართველოს პარლამენტს კი მოუწოდებენ უზრუნველყოს „ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება თურქეთის მოქალაქეების შესაძლო უკანონო ექსტრადაციისა და საქართველოში ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირში განხილული სკოლის შესაძლო შევიწროების პრაქტიკაზე“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მზად არიან დაიცვან ამ ადამიანების უფლებები სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალებით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35