Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რესპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 2 ივნ.'17 / 17:53

ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბული ნაწილის, რესპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტი მილორად დოდიკი 1 ივნისს სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.

ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დოდიკმა დასავლური ქვეყნების მიერ რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე და ასევე თვითმმართველ სახელმწიფოდ განვითარების სურვილზე ისაუბრა.

დოდიკმა ცხინვალთან თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოხატა. „მოხარული ვარ, რომ გაგიცანით. ჩვენ თვალს ვადევნებდით სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს, ვიცით, რაც მოხდა იქ, თანაგიგრძნობდით“, - განაცხადა მილორად დოდიკმა.

ბიბილოვმა უპასუხა, რომ სამხრეთ ოსეთს და რესპუბლიკა სრპსკას „მსგავსი ბედი“ აქვთ. „ჩვენი ხალხები მსგავსი პრობლემების წინაშე იდგნენ, ჩვენ საერთო მიზნები, საერთო მეგობრები და ერთი და იგივე რწმენა გვაქვს“, - დასძინა მან.

ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა წინასწარ შეთანხებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც დოდიკი ცხინვალს 20 სექტემბერს ეწვევა, როდესაც სეპარატისტული რეგიონი „რესპუბლიკის დღეს“ აღნიშნავს, ხოლო მილორად დოდიკმა ბიბილოვი 9 იანვარს მიიწვია რესპუბლიკა სრპსკას დღის აღსანიშნავად.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33