Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არასამთავრობოები: პარლამენტმა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს
Civil Georgia, Tbilisi / 15 ივნ.'17 / 13:11

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ, 14 ივნისს, ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციის ცვლილებებზე დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირებისა, რომ მმართველი პარტია მზად იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაეთვალისწინებინა მისი წინასწარი შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის რიგი დეპუტატების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ „ვენეციის კომისიის გარკვეულ რეკომენდაციებს ისინი არ იზიარებენ“. 

ორგანიზაციების თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას არ იზიარებს, მათ შორის იმ რეკომენდაციას, რომ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევისათვის პირველ ტურში შემოღებული იყოს კვალიფიციური უმრავლესობა, ასევე რეკომენდაციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციებმა ასევე განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან „პერიოდულად კეთდება განცხადებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან და პრეზიდენტის ირიბი არჩევნების 2023 წლამდე გადავადებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების შიგნით არსებულ წინააღმდეგობაზე“.

„მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული რიგი განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გზები, თუ როგორ აარიდოს თავი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ცდილობს დააკნინოს ვენეციის კომისიის გარკვეული რეკომენდაციები“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. 

ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს „სრულად გაიზიაროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები, რომლებიც ასახული იქნება კომისიის საბოლოო დასკვნაში“ და „არ ჩაატაროს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო მოსმენები დაჩქარებულ რეჟიმში და დაიტოვოს გონივრული ვადა საკონსტიტუციო ცვლილებების განახლებული პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვისათვის“.

ვენეციის კომისიის 111-ე სესიაზე დასასწრებად გამგზავრებამდე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია თავის დანაპირებს შეასრულებს და გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. „კონსტიტუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უყრის კენჭს, იქნება სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, იქნება გამართული დოკუმენტი და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია“, - დასძინა მან.

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებს 16-17 ივნისს 111-ე პლენარულ სხდომაზე ვენეციაში განიხილავს. ჩუგოშვილთან ერთად კომისიის სხდომას საქართველოს შესახებ ასევე დაესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9