Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯანელიძემ ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო
Civil Georgia, Tbilisi / 21 ივნ.'17 / 13:19


აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი ლუქსემბურგში, 19 ივნისი, 2017. ფოტო: European Union

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 19 ივნისს ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის თავმჯდომარეობით გაიმართა.

შეხვედრა, რომელშიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, მიიღეს მონაწილეობა, მიზნად ისახავდა 2017 წლის ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადებაზე მუშაობას და 2015 წლის რიგის სამიტის შემდეგ თანამაშრომლობის მთავარი მიღწევების შეჯამებას.   

შეხვედრაზე მოგერინიმ და ჰანმა მინისტრებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის და ევროკომისიის მიერ ერთობლივად მომზადებული სამუშაო დოკუმენტი წარუდგინეს: „აღმოსავლეთ პარტნიორობა - 20 შედეგი 2020 წლისთვის“. დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია 2020 წლისთვის მისაღწევი 20 შედეგი ოთხ პრიორიტეტულ სფეროში, პირველად 2016 წლის დეკემბერში წარადგინეს, ხოლო 2017 წლის ივნისში მასში ცვლილებები შევიდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კონტრიბუციის შედეგად.

ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ შეაქო „ძალიან კარგი მინისტერიალი“ და განაცხადა, რომ საქმეები „ძალიან კარგად მიდის“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანასთან „როგორც ორმხრივად, ისე ერთად“, მიუხედავად თითოეული ქვეყნის მიმართ „დიფერენცირებული მიდგომისა“.   

„ძალიან კარგი მინისტერიალი ჩავატარეთ ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ევროკავშირის და ასევე ჩვენი პარტნიორების ძლიერი ერთგულება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის მიმართ, მოვემზადეთ სამიტისისთვის, რომელიც ბრიუსელში ნოემბერში გაიმართება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ სამიტის კონკრეტულ შედეგებზეც გაამახვილეს ყურადღება.

ევროკომისარმა ჰანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 20 შედეგის კონცეფციას „წევრმა სახელმწიფოებმა დაუჭირეს მხარი და ექვსი მეზობელი ქვეყანაც მიესალმა“. „ზოგიერთ ასპექტზე განსხვავებული შეხედულებებია, მაგრამ საერთო ჯამში ორივე მხრიდან ამგვარი მიდგომის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოიხატა“, - დასძინა ჰანმა.

შეხვედრაზე გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ოთხი პრიორიტეტული სფერო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს შეესაბამება. „ჩვენი მიზანია რომ პრაქტიკულ ინტეგრაციასთან ერთად გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა პოლიტიკური კუთხით, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და საქართველომ გააკეთოს მაქსიმუმი, რათა ვიყოთ ინტეგრირებული ევროპასთან, ვიყოთ  ნაწილი ევროპული განვითარების, უსაფრთხოების და  ღირებულებების“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით სამუშაო საუზმეშიც მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფორმატში გაიმართა და ის ლატვიელი და სლოვაკი საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ იყო ორგანიზებული.

სამუშაო საუზმის შედეგების შეფასებისას ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის „განსაკუთრებულ დღის წესრიგში ევროკავშირის“ და რომ „საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რადგან ჩვენ ვართ წარმატებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და წარმატებული ორმხრივი ფორმატის ფარგლებში“. 

„საქართველო დასახელდა, როგორც მაგალითი დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის კუთხით და დასაყრდენი ევროკავშირისთვის უსაფრთხოების და ზოგადად სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ ის შესაძლო მიმართულებები, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უფრო მეტ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას“, - დასძინა მან.

მინისტერიალის ფარგლებში ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკატერინა ზახარიევასთან და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდერს სამუელსენთან.

აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წელს ჩამოყალიბდა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) შორის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13