Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არასამთავრობოები: საქართველოს დემოკრატიული მომავალი საფრთხეშია
Civil Georgia, Tbilisi / 27 ივნ.'17 / 18:13

32-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ, 27 ივნისს საერთაშორისო თანამეგობრობის სახელზე გაავრცელა მიმართვა, რომელშიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადადების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. 

ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს დაპირებისა“, რომ მმართველი პარტია შეცვლიდა შერეულ საარჩევნო სისტემას და მას „უფრო სამართლიანს“ გახდიდა მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმების გზით, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა „უგულებელეყო“ არა მარტო ვენეციის კომისიისგან მიღებული პასუხი, არამედ ასევე "საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მთელი პროცესი,  სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა პოლიტიკური პარტიის შეხედულებები“.

„ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ მიმართულ პირდაპირ და გამიზნულ მცდელობასა და ნაბიჯს ამჯერად უფრო მაღალ - კონსტიტუციურ დონეზე, რაც საქართველოში დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დასძინეს, რომ „კონსტიტუციის პირობებში, რომელიც არ ემყარება ფართო კონსენსუსს, საფრთხე შეიძლება შეექმნას არა მარტო საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, არამედ მთლიანად პოლიტიკური პროცესის სტაბილურობას ქვეყანაში“.

არასამთავრობოებმა მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დაეხმაროს საქართველოს, ქვეყანაში მიმდინარე არახელსაყრელი მოვლენების შერბილებასა და თავიდან ავიცილებაში, სანამ პარლამენტი საბოლოოდ განიხილავს და მიიღებს ახალ კონსტიტუციას. „ჩვენ თხოვნით მოგმართავთ, რომ მეტად მკაფიო და ძლიერი გზავნილები მიაწოდოთ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას საქართველოში იმასთან დაკავშირებით, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციისაკენ მიმართული მსგავსი ტენდენციები და მცდელობები შეუთავსებელია დემოკრატიის დასავლურ სტანდარტებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

23 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, ერთხმად, 115 ხმით, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. მესამე და საბოლოო მოსმენა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გაიმართება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33