Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირი: ხურჩის მკვლელობაზე საქმის შეწყვეტა ‘შემაშფოთებელია’
Civil Georgia, Tbilisi / 29 ივნ.'17 / 16:38

„აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების“ გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას, მკვლელობაში მსჯავრდებული აფხაზი მესაზღვრის, რაშიდ კანჯიოღლის, მიმართ აღძრული საქმის შეწყვეტის თაობაზე „შემაშფოთებელია და მართლმსაჯულების აღსრულებას უშლის ხელს“, - განაცხადა ევროკავშირმა ეუთოს უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ყოველწლიურ კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში.

„სერიოზული დანაშაულების დაუსჯელობა უარყოფით გავლენას ახდენს ადგილზე არსებული უსაფრთხოების აღქმაზე“, - განაცხადა ევროკავშირმა და დასძინა, რომ „უნდა გაგრძელდეს“ მუშაობა ამ საქმეზე და ადგილზე არსებულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც.

განცხადებაში, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთ სესიაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ათი არაწევრი ქვეყნის (მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) სახელით გაკეთდა, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები „საქართველოში არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვან ფორუმად რჩება“.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაიმეორა „მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და „ხაზგასმით გამოხატა ღრმა შეშფოთება [ქვეყანაში] რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყოფნის, ასევე ინფრასტრუქტურის გაძლიერების, მიმდინარე ‘ბორდერიზაციის’ და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში და მის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვის გამო“.

ამ კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა შემდეგი: „ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ საჭიროა, რუსეთმა მკაფიოდ იკისროს ძალის არგამოყენების ვალდებულება“. „ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და 2008 წლის 8 სექტემბერს მისი განხორციელების თაობაზე აღებული ვალდებულებები შეასრულოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის უფლება მისცეს“.

27-29 ივნისს, ვენაში გამართულ ეუთოს უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ყოველწლიურ კონფერენციაზე, მაღალი დონის ექსპერტები და დიპლომატები ეუთოს ზონაში პოლიტიკურ და სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით შეიკრიბნენ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23