Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა
Civil Georgia, Tbilisi / 9 ივლ.'17 / 13:11

დემირელის სახელობის კოლეჯის და მისი პარტნიორი სკოლების მმართველს, თურქეთის მოქალაქეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ.
გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის, შოთა რეხვიაშვილის, ბრიფინგიდან, რომელიც 7 ივლისს გაიმართა.
რეხვიაშვილის განმარტებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი სამინისტროს მიერ ყველა შესაბამისი დოკუმენტისა და ინფორმაციის შესწავლის შემდეგ ეთქვათ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო არ ასაჯაროებს გადაწყვეტილების შინაარს და არგუმენტაციას, ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პრინციპების გათვალისწინებით. 
„ემრე ჩაბუქის განაცხადის შეფასებისას გაანალიზდა, თუ რამდენად ემუქრება ბატონ ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური ნიშნით დევნა. ასევე გათვალისწინებულ იქნა 2016 წელს თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, სამინისტრომ, ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უახლესი ანგარიშები, მათ შორის, თურქეთში არსებული მდგომარეობის შესახებ წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშიც. 
„2016 წლიდან ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ თურქეთში ციხეების მდგომარეობა შეესაბამება საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს და ფაქტიურად გამორიცხულია, არ არსებობს წამების ფაქტები...ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესწავლა ციხის მდგომარეობა, ადამიანის უფლებები და სამართლიანი სასამართლოს მიმართ ნდობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ. 
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია მოხდება, ქართველ დიპლომატებს მონიტორნიგის განხორციელების საშუალება ექნებათ.
„ამას ვადასტურებ, რომ ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს ეძლევა საშუალება იმ შემთხვევაში თუ მოხდება ექსტრადიცია, მონიტორინგი განახორციელოს“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი,  რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მიერ იძებნება, 24 მაისს  დააკავეს. მას ბრალად ედება ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებულ და თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ორგანიზაცია FETÖ-სთან სავარაუდო კავშირი, რასაც ბრალდებული უარყოფს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 მაისს ჩაბუქს სამთვიანი საექსტრიდიციო პატიმრობა შეუფარდა.
გიულენის მოძრაობა, რომელსაც ბიზნეს კომპანიების და სკოლების საერთაშორისო ქსელი აქვს, აშშ–ში მცხოვრებმა თურქმა სასულიერო პირმა, ფეთჰულაჰ გიულენმა ჩამოაყალიბა. სწორედ მას ადანაშაულებს თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, ერთი თვის წინ მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა ეყრდნობოდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლს, რომელიც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძველს ადგენს.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი თვის ვადაში აპირებს. 
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქულ მხარეს არ გადაეცეს, ხოლო მის ოჯახს და თანამოაზრეებს პოლიტიკური თავშესაფარი მიეცეთ. 
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა კი განაცხადა, რომ თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში ჩაბუქს „წამება და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევები ემუქრება“.
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11