Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯანელიძე კიშინიოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ მინისტერიალს დაესწრო
Civil Georgia, Tbilisi / 11 ივლ.'17 / 16:21

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და მათი მოადგილეები ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისითვის მზადების საკითხის განხილვის მიზნით 10 ივლისს კიშინიოვში მე-9 არაფორმალურ მინისტერიალზე შეიკრიბნენ.

დიპლომატების ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველომ „ბევრი რამ მიიღო“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივიდან. 

„ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ საქართველოსთვის შემოთავაზებული პერსპექტივების უმეტესობა განვახორციელეთ: უკვე ვიღებთ სარგებელს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან და ამ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ევროკავშირი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა საქართველოსთვის. შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ამასთანავე წარმატებით დავასრულეთ ასოცირების პირველი დღის წესრიგი 2014-2017 წლებისთვის“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ჯანელიძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საქართველოს პოლიტიკური ინტერესი ყველასთვის გასაგებია - ჩვენ უფრო ღრმა ინტეგრაციასა და ევროკავშირის ოჯახში სრულფასოვან წევრობაში ვართ დაინტერესებულნი“.

იმავდროულად, განაგრძო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, „2020 წლის დღის წესრიგის პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეესაბამება ჩვენი მთავრობის მიერ დეკლარირებული რეფორმების დღის წესრიგს და მზად ვართ ევროკავშირთან და აღმოსავლელ პარტიორებთან ერთად ვიმუშავოთ ამ შედეგების მისაღწევად“.

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა, რომელიც ასევე ესწრებოდა მინისტერიალს, განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ მხარეებს „ძალიან კონსტრუქციული, ღია დისკუსია“ ჰქონდათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის, მათ შორის ექვსი ქვეყნის „მოლოდინების, ხედვების, საკუთრების და ვალდებულებების“ შესახებ.

„ჩვენ ახლა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ... სამიტი არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მიღწევებს დავეყრდნოთ და ახალი დინამიზმი შევძინოთ ჩვენს ურთიერთობებს“, - აღნიშნა ჰანმა.

საქართველო-მოლდოვას ურთიერთობები

მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან პაველ ფილიპთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ანდრიან კანდუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი გალბურთან.

ანდრეი გალბურთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის „ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე“ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის დონის ზრდას თავდაცვის, მართლმსაჯულების, საბაჟო, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში.

„ჩვენი ურთიერთობები ამ 25 წლის მანძილზე ძალიან დადებითი მიმართულებით განვითარდა, მეგობრობის, საერთო ინტერესების და გაგების საფუძველზე“, - განაცხადა ჯანელიძემ მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და მოლდოვას შორის სავაჭრო ბრუნვა 60%-ით გაიზარდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის უფრო მეტი პოტენციალი არსებობს და მისი შესწავლაა საჭირო.  მან საქართველოს მხრიდან „ძლიერი და ცალსახა მხარდაჭერა“ გამოხატა მოლდოვას სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრის ფარგლებში გალბურმა და ჯანელიძემ ხელი მოაწერეს საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემულ საფოსტო მარკებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13