Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩამოვიდა
Civil Georgia, Tbilisi / 26 ივლ.'17 / 18:20


ამერიკული M2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, 26  ივლისი, 2017. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

აშშ–ის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ და M2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ბულგარეთიდან, ბორანის საშუალებით, ფოთის პორტში ჩამოიტვირთა, იქედან კი, სარკინიგზო ეშელონებით ჩამოვიდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც რამდენიმე დღეში ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი 2017“ - დაიწყება.

წვრთნებში, რომელიც 30 ივლისიდან 12 აგვისტომდე გაგრძელდება, ჩართული იქნება 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, 800 ქართველი და 1600 ამერიკელი ჯარისკაცი. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას ასევე სომხეთის, გერმანიის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედროები მიიღებენ. 

ერთობლივი წვრთნები მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ემსახურება. აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის თანახმად, სხვა ამოცანებთან ერთად, წლევანდელი წვრთნების მიზანია „ხელი შეუწყოს საქართველოს მეორე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სწავლებას, ასევე - განხორციელდეს ბატალიონის შეფასება და საბოლოოდ დადასტურდეს, რომ მას შეუძლია წვლილი შეიტანოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF)“.

სწავლების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: სამხედრო-საჰაერო დესანტის ოპერაციები, აშშ-ის 173-ე მსუბუქი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის ხელმძღვანელობით (განლაგების ადგილი: ვიჩენცა, იტალია); აშშ-ის მეოთხე ქვეითი დივიზიის მესამე ჯავშანსატანკო ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონისა და საქართველოს მეოთხე ბრიგადის ერთობლივი საბრძოლო მოქმედებები; ბულგარეთიდან ფოთის პორტში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების აღჭურვილობისა და ტექნიკის ჩამოტანა; ასევე ერთობლივი საბრძოლო სროლები, რომელიც თავდაცვითი სცენარით წარიმართება.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ ნაწილია ამერიკის ხელმძღვანელობით შავი ზღვის რეგიონში დაწყებული სამხედრო სწავლებათა სერიისა, რომლის ფარგლებშიც წვრთნები სახელწოდებით Saber Guardian ბულგარეთში, უნგრეთსა და რუმინეთში ტარდება, უკრაინაში კი - See Breeze მიმდინარეობს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, 21 ივლისს განაცხადა, რომ „ამ სწავლებაში განსაკუთრებით წარმოდგენილია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები“. მან ასევე აღნიშნა, რომ წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების და ტექნიკის რაოდენობა „უპრეცენდენტოა“, რაც ემსახურება იმას, „რომ კიდევ ერთხელ გაცხადდეს ნატოს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსადმი“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22